ჟაკე-დარიეს სინდრომი (სინონიმები: ბენიეს კეთილთვისებიანი ცისტადენომა, ნეიმანის სირინგოცისტომა, იარიშის ჰემანგიოენდოთელიომა, ტორეკის სირინგომა) იგივეა, რაც ერუპტული ჰიდრადენომა, სირინგოცისტოადენომა, საოფლე ჯირკვლების ადენომა. ხშირად გვხვდება ქალებში - კისერზე, გულმკერდსა და მუცელზე. კანზე შეინიშნება პატარა ხორკლები - ქინძისთავისოდენადან ცერცვის მარცვლისოდენამდე ზომისა. მრგვალი ან ოვალური, კანისფერი ან მოყვითალო, სადაზედაპირიანი და რბილი. სუბიექტურ გამოვლინებებს არ იწვევს და არ ახასიათებს ავთვისებიანი გადაგვარება. წარმოიქმნება საოფლე ჯირკვლებისა და მათი სადინარების გადაადგილებული ჩანასახებიდან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟაკოს სინდრომი
ჟაკოს სინდრომი (სინონიმი: ჟაკო-ნეგრის სინდრომი) იგივეა, რაც რეტროსფენოიდული სივრცობრივი სინდრომი, ცალმხრივი ოფთალმოპლეგიის, მხედველობის დაქვეითების, სამწვერა ნერვის ნევრალგიისა და საღეჭი კუნთების დამბლის შერწყმა. გამოწვეულია თავის ქალას II-IV ნერვების დაზიანებით, ცხვირის ღრუდან გავრცელებული სიმსივნით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟაკუს ართრიტი ანუ
სინდრომი
ჟაკუს ართრიტი ანუ სინდრომი წარმოადგენს რევმატიზმის კლასიკურ გამოვლინებას. იგი მცოცავი პოლიართრიტია. ახასიათებს ტერფისა და მტევნის მცირე სახსრების დაზიანება, ულნარული დევიაცია, აქტიური სინოვიტის არარსებობა, სახსართა ფუნქციის შენარჩუნება, ნაკლებად მყარი დეფორმაციები.
ჟანბონის სინდრომი
ჟანბონის სინდრომი იგივეა, რაც მწვავე ტოქსიკური ქოლეროიდული ენტერიტი. წარმოიშობა დისბაქტერიოზის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟარკოს სინდრომი
ჟარკოს სინდრომი აღინიშნება ძვლის ტვინის კარცინომის დროს. დამახასიათებელია მეტასტაზები ძვლებში, თრომბოციტოპენია, პურპურა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟერლიეს სინდრომი
ჟერლიეს სინდრომი წარმოადგენს ენდემურ პარალიზურ თავბრუს - უცნობი ეტიოლოგიის ენდემურ დაავადებას, რომელიც გამოიხატება თავბრუთი, ფთოზით, ზურგისა და კისრის კუნთების ტკივილით, საერთო კუნთური სისუსტით. გვხვდება შვეიცარიაში (ჟენევის ტბის მიდამოში) და იაპონიაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟილბერ-ბალის
სინდრომი
ჟილბერ-ბალის სინდრომი იგივეა, რაც ოკულობუკოგენიტალური სინდრომი - ორმხრივი ირიტის შეხამება პირის ღრუს რძიანასა და სასქესო ორგანოების დაწყლულებასთან (ორივე სქესისთვის), რასაც თან ახლავს ერითემული ხასიათის კანის ცვლილებები და ხშირად - სახსრების ძლიერი ტკივილი. ეტიოლოგია უცნობია, სავარაუდოდ, ვირუსული. ხშირად იწვევს გართულებებს ნერვული სისტემის მხრივ, მენინგოენცეფალიტით. ახასიათებს მრავალი კლინიკური სიმპტომი - თავის ტკივილი, მენინგეალური, ნათხემის, ვესტიბულური სიმპტომები, ჰემიპლეგია, კრუნჩხვები, ფსიქიკური მოშლილობები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟილ დელა ტურეტის
სინდრომი
ჟილ დელა ტურეტის სინდრომი (სინონიმი: ტურეტის დაავადება) გამოიხატება სახის, კისრისა და მხრის სახსრის კუნთების ტიკურ მოძრაობათა შერწყმით ენისა და ტუჩების უნებლიე მოძრაობებთან, ხშირ ჩახველებასთან, ფურთხებასა და კოპროლალიასთან. უმეტესად გამოწვეულია ზოლიანი სხეულის დაზიანებით, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ფუნქციური ხასიათიც. აღენიშნებათ უმთავრესად ბავშვებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟიულ-მარის
სინდრომი
ჟიულ-მარის სინდრომი წარმოადგენს ავთვისებიან დერმატოპულმონურ რეკულოენდოთელიოზს. გვხვდება იშვიათად, ბავშვებში. მისთვის დამახასიათებელია: ქერქით დაფარული პაპულისებრი გამონაყარი, პროგრესიული ქოშინი, ციანოზი, შეტევითი ხველა, რენტგენოლოგიურად ფილტვის არეების ჰომოგენური დაჩრდილვა, მედიასტინური და კანქვეშა ემფიზემა, სპონტანური პნევმოთორაქსი. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟოზეფის სინდრომი
ჟოზეფის სინდრომი წარმოადგენს ამინმჟავათა მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევის ვარიანტს. შესაძლოა გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპი. დაავადების პირველი ნიშნებია: კრუნჩხვის შეტევები ბავშვობის ასაკში, ზურგტვინის სითხეში ცილის მომატება, შარდში გლიცინის, პროლინისა და ჰიდროქსიპროლინის მნიშვნელოვანი მომატება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟუელ-რენუას სინდრომი
ჟუელ-რენუას სინდრომი წარმოადგენს თირკმლის ქერქოვანი შრის ნეკროზს. დაავადება ვლინდება ორსულობის (ან პუერპერული - მშობიარობის შემდგომ) პერიოდში, ჩვეულებრივ, ეკლამფსიით, იშვიათად - ქრონიკული პიელონეფრიტით დაავადებულებში. ნაყოფი იბადება მკვდარი. კლინიკური ნიშნებია: ოლიგურია, ჰემატურია, ალბუმინურია, ცილინდრურია. ანურია, ტკივილი წელისა და ეპიგასტრიუმის მიდამოში; სწრაფად ვითარდება ურემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ჟულიენ-დებრეს
სინდრომი
ჟულიენ-დებრეს სინდრომი (სინონიმი: დებრეს სინდრომი II) იგივეა, რაც ნეიროდერმატოზული სინდრომი. მისთვის დამახასიათებელია მცოცავი ტკივილი მთელ სხეულში (განსაკუთრებით - კიდურებში), რბილი დამბლები, ჰიპორეფლექსია, მასიური გენერალიზებული შეშუპება. გრძელდება 2-3 კვირა, მერე კი უკუიქცევა. გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ბანალური ინფექციის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.