სინდრომი
ფრედერიქსონის სინდრომი (სინონიმი: ტანკიერის სინდრომი) განპირობებულია ლიპოპროტეინების სინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტით. ამ დროს არ გადამუშავდება ალფა-პირველი ლიოპროტეინი. კლინიკურად აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების გენერალიზებული გადიდება, ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპერტროფია, ჰეპატოსპლენომეგალია, თვალის რქოვანი გარსის ინფილტრაცია. შესაძლოა პოლინევრიტი, სისხლში - ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერბილირუბინემია არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ალფა-პირველი ლიპოპროტეინის არარსებობა, ლიპოპროტეინაზის აქტივობის მომატება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრეის სინდრომი
ფრეის სინდრომი (სინონიმი: ფრეი-ბალარჟეს სინდრომი), იგივე აურიკულოტემპორალური სინდრომი, ყურისირგვლივი ნერვის სინდრომი, წარმოადგენს ყურის ირგვლივ და საფეთქლის არეში კანის ჰიპერემიისა და გაძლიერებული ოფლდენის შერწყმას ჭამის დროს ან მისი წარმოდგენისას, ასევე - ფიზიკური შრომისას. თან ახლავს ყურ-საფეთქლის ნერვის დაზიანებას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრეიბურგსკის სინდრომი
ფრეიბურგსკის სინდრომი გამოიხატება კანის ჭუჭყისფერ-მოყავისფრო შეფერილობით (უპირატესად - ღია ადგილებზე), ჰიპერტრიქოზითა და ადინამიით, ძვლების სპონტანური მოტეხილობებით, ოსტეოფიტების წარმოშობით ფალანგებისა და ნების ძვლებში. გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებით მწვავე პელაგრის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრელიხის სინდრომი
ფრელიხის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმი: პეხკრანც-ბაბინსკი-ფრელიხის სინდრომი), იგივე ადისპოგენიტალური დისტროფია, ჰიპოფიზური ევნუქოიდიზმი, ჰიპოფიზური სიმსუქნე - არის ნეიროენდოკრინული დაავადება, გამოწვეული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაზიანებით. ახასიათებს სიმსუქნე და სქესობრივი განვითარების დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრელიხის სინდრომი II
ფრელიხის სინდრომი II - მუცლის კუნთების არარსებობის სინდრომია. ამ დროს შეინიშნება მუცლის კუნთების სრული ან ნაწილობრივი განუვითარებლობა. შესაძლოა, თან ახლდეს ჰიდრონეფროზი, დიდი შარდის ბუშტი, ვაჟებში - კრიპტორქიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრეშელსის სინდრომი II
ფრეშელსის სინდრომი II წარმოადგენს ასოციურ დისტროფიას - მეტყველების ნევროზის ნაირსახეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენაბლუობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრთა-სასის (ძირითადად
სასის) კვანძის სინდრომი
ფრთა-სასის (ძირითადად - სასის) კვანძის სინდრომისთვის (სინონიმი: სლუდერის სინდრომი) დამახასიათებელია ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობა. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის არესა და კბილებში, ირადიაციით საფეთქლის, ყურისა და დვრილების მორჩისაკენ, ზოგჯერ კი კეფის, კისრისა და ზედა კიდურებისკენ (თითების ჩართვით). თან ახლავს ნაზალური და ოკულური კრიზები, ზოგჯერ - ასთმური ხასიათის ქოშინი, იშვიათად - მოციმციმე სკოტომა, ნერწყვის დენა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება. შეტევა იწყება უეცრად, უმეტესად - ღამით და რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. გვხვდება ძირითადი ან ცხავის წიაღის ანთებითი პროცესის, ტრავმის, ზოგჯერ - ამ მიდამოს სიმსივნის დროს. მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიდერიქსენ-
ვატერჰაუზ-ბამატერის
სინდრომი
ფრიდერიქსენ-ვატერჰაუზ-ბამატერის სინდრომი (სინნოიმები: ვატერჰაუზ-ფრიდერიქსენის სინდრომი, მარჩანვატერჰაუზ-ფრიდერიქსენის სინდრომი) თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობაა, გამოწვეული მათში აპოპლექსიის შედეგად განვითარებული უმწვავესი სეფსისით, სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულოპათიებით, თრომბოზით (?). დამახასიათებელია სწრაფი, უეცარი დასაწყისი, თავისი ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სისხლჩაქცევები კანში და კანქვეშ, კოლაფსი, კრუნჩხვები, ლეტალური დასრული რამდენიმე საათში. უმთავრესად აღინიშნება 15 წლამდე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიდმანის სინდრომი
ფრიდმანის სინდრომი - ეს არის პიკნოლეფსია 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეპილეფსიის ეს ფორმა ვლინდება მრავლობითი ხანმოკლე თანმიმდევრული შეტევით, რომლებიც მიმდინარეობს თავის უკან გადაგდებით, თვალების ჩავარდნით, კუნთების ტონუსის მომატებით, კლონური კრუნჩხვებისა და წონასწორობის დაკარგვის გარეშე. ავადმყოფს შეტევა არ ახსოვს, ფსიქიკის ცვლიელბა არ აღენიშნება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიდრიხის სინდრომი
ფრიდრიხის სინდრომი ლავიწის ძვლის გულმკერდის ბოლოს სუბქონდრალური ასეპტიკური ნეკროზია. ვლინდება მტკივნეული შეშუპებითა და შეწითლებით მკერდ-ლავიწის სახსრის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიდრიხ-ერბ-არნოლდის
სინდრომი
ფრიდრიხ-ერბ-არნოლდის სინდრომი (სინონიმი: იულინგერის სინდრომი) წარმოადგენს ჰიპერტროფიულ ოსტეოდერმოპათიას, გენერალიზებულ ჰიპეროსტოზს პაქიდერმიით. დამახასიათებელია: კიდურთა დაგრძელება, ლულოვანი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდერმია, განსაკუთრებით - წინამხრისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრია, ყურის ნიჟარები - გასქელებული, ფრჩხილები - საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად მამაკაცებთან; პროგრესირებს ნელა და სამ-შვიდ წელიწადში მისი განვითარება წყდება. სავარაუდოა მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიმონდ-მელერის
სინდრომი
ფრიმონდ-მელერის სინდრომი (სინონიმი: ვეინგარტერის სინდრომი) ტროპიკული ეოზინოფილიაა. იწყება თანდათანობით, საერთო სისუსტით, მოდუნებით. მერე და მერე თავ იჩენს უმადობა, სიგამხდრე, ცხელება კვირებისა და თვების განმავლობაში, მშრალი ხველა, ასთმოიდური შეტევები, რენტგენოლოგიურად ფილტვების სურათი წვრილმილიარულია, ელენთა - გადიდებულია, მცირედ გადიდებულია ყველა ლიმფური კვანძი, არის ფაღარათი, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია (60-80%-მდე), ხშირად დადებითია ვასერმანის რეაქცია, მიმდინარეობა ხანგრძლივია, პერიოდული გამწვავებით. გვხვდება ყველა ასაკში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიოდმანის სინდრომი
ფრიოდმანის სინდრომი - ეს არის ინტენსიური თავის ტკივილის, თავბრუს, გაღიზიანებადობის, ნაღვლიანობის, შიშის, უძილობისა და მეხსიერების დაქვეითების შერწყმა პოსტტრავმული ენცეფალოპათიის დროს. მიზეზია თავის ტვინში სისხლძარღვოვანი დარღვევები (წვრილი სისხლძარღვებისა და კაპილარების გაფართოება, კაპილარული ჰემორაგიები).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრიცშე-კლებსის
სინდრომი
ფრიცშე-კლებსის სინდრომი (სინონიმები: მარის სინდრომი, მარი-ლერის სინდრომი, რეკლინგჰაუზენის სინდრომი) მთავარი გამოხატულებაა აკრომეგალია. დაავადებას საფუძვლად უდევს ჰიპოფიზის მიერ სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია ჰიპოფიზის წინა ნაწილის იჰპერპლაზიის ან ადენომის ნაიდაგზე. დამახასიათებელია ხელის მტევნების, ტერფების, ცხვირის, ტუჩების, ქვედა ყბისა და შინაგანი ორგანოების გადიდება. თუ დაავადება ზრდის დასრულებამდე განვითარდა, ყალიბდება გიგანტიზმი. შესაძლოა სხვა ჰორმონული ძვრებიც, რომელთა კლინიკური გამოხატულებაა იმპოტენცია, ფემინიზაცია ან მასკულინიზაცია, ჰიპერგლიკემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფლორკის სინდრომი
ფლორკის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმი: ფროლიკ-დიურანტის ცისფერი სკლერების) წარმოადგენს ჰევეს სიმპტომოკომპლექსის, იმავე ედოვსის სიმპტომოკომპლექსის ანუ დაავადების ტიპს. მისთვის დამახასიათებელია ცისფერი სკლერები, სმენის დარღვევა (სიყრუემდე) და მიდრეკილება მრავლობითი მოტეხილობისადმი, რომლებიც ვლინდება სიცოცხლის პირველ დღეებში. ზოგჯერ გვხვდება შეხორცებული მოტეხილობები დიდი ძვლოვანი ბებერათი. კიდურები მნიშვნელოვნადაა დამოკლებული და დეფორმირებული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრომან-ვეგელინის სინდრომი
ფრომან-ვეგელინის სინდრომი წარმოადგენს ხელების პარესთეზიას საღამოობით შეხურების გრძნობით ან ტკივილით იმ ქალებთან, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის მომატებული მგრძნობელობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრუენის სინდრომი
ფრუენის სინდრომი (სინონიმები: ნონეს კომპრესიული სინდრომი, ფრუენ-ნონეს სინდრომი), ლიკვორული ბლოკადის სინდრომი - ეს არის ზურგის ტვინის სითხეში ცილის მომატების შერწყმა უმნიშვნელო ციტოზსა (არა ყოველთვის) და ქსანთოქრომიასთან. გამოწვეულია ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში გამტარობის დარღვევით. აღინიშნება, მაგალითად, ექსტრამედულური სიმსივნეების, ბაქიმენინგიტების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფრჩხილის ფირფიტის
სინდრომი
ფრჩხილის ფირფიტის სინდრომი, იგივე ონიქოოსტეოდისპლაზია, ანიქოართროდისპლაზია, თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებაა მემკვიდრეობის აუტოსომური ტიპით. დამახასიათებელია ფრჩხილების დისპლაზია, ძვლების მრავლობითი ცვლილება და ნეფროპათია. ზიანდება უპირატესად მუხლის, იდაყვისა და მენჯის სახსრების ძვლები. რენული ნიშნებია: პროტეინურია, შარდის კონცენტრაციისა და განზავების დარღვევა, გლომერულონეფრიტისა და ნეფროზული სინდრომის სურათი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფსევდოაბდომინალური
სინდრომი
ფსევდოაბდომინალური სინდრომი - სიმპტომთა თანაარსებობა, რომლებიც დამახასიათებელია მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე დაავადებებისთვის, მაგრამ აღმოცენებულია პათოლოგიური პროცესის სხვა ლოკალიზაციიდან, მაგალითად, ფილტვების ანთების, გულის კუნთის ინფარქტის დროს და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფსევდოადისონის
სინდრომი
ფსევდოადისონის სინდრომი (სინონიმები: დებრე-ფიბიგერის სინდრომი) წარმოადგენს ინტრარენულ ანდროგენულ ინტოქსიკაციას, ადრეგონენიტურ სინდრომს მარილების დაკარგვით, თირკმელზედა ჯირკვლების პარადოქსულ უკმარისობას, ფსევდოპილოროსტენოზს. თან ახლავს დეჰიდრატაცია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებული გამოყოფა შარდით. არის მემკვიდრეობითი დაავადება გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით და განპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუას სინდრომი
ფუას სინდრომი (კავერნოზული სინუსის (მღვიმოვანი სინუსის) გარეთა კედლის სინდრომი, მღვიმოვანი სინუსის სინდრომი) - ეს არის სრული ოფთალმოპლეგიის შერწყმა თვალბუდის არეში არსებულ ტკივილთან. გამოწვეულია თვალის მამოძრავებელი, განმზიდველი და იმ ნერვების დაზიანებასთან, რომლებიც მაგარი გარსის მღვიმეში სინუსის ლატერალურ კედელში გადის. აღინიშნება ჰიპოფიზის სიმსივნის, კრანიოფარინგიომების, ბაზალური მენინგიომების, შიდა საძილე არტერიის ანევრიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუა-ალაჟუანინის
სინდრომი
ფუა-ალაჟუანინის სინდრომი პათოლოგიაა, გამოწვეული ზურგის ტვინის სისხლძარღვთა და მისი გარსის პათოლოგიური ზრდით, ზურგის ტვინის ქსოვილის შემდგომი ნეკროზით. გამოვლინდება სათანადო ლოკალიზაციის კერების დაზიანების ნევროლოგიური სიმპტომებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუა-შავინ-ჰილემანის
სინდრომი
ფუა-შავინ-ჰილემანის სინდრომი (სინონიმები: გრუშეს მიორიტმია, გრუშეს სიმპტომი, კუპერ-სპენსერის ნისტაგმი) - რბილი სასისა და ხორხის ბილატერალური სიმეტრიული მიოკლონიები. აღინიშნება ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების: ნათხემის სიმსივნის, ცერებროსპინალური მენინგიტის, გაფანტული სკლეროზის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფურნიეს სინდრომი
ფურნიეს სინდრომი - ინტენსიური თავის ტკივილის, თავბრუს, ინტელექტის დაქვეითების, მეხსიერების გაუარესებისა და ასთენიური სინდრომის შერწყმა გარდამავალ ჰემიპარეზთან, ხშირად - თვალის მამოძრავებელი ნერვის, განმზიდველი და სახის ნერვების დაზიანებასთან. აღინიშნება სიფილისური მენინგოენცეფალიტის გვიან სტადიაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუქსის სინდრომი I
ფუქსის სინდრომი I არის უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. ახასიათებს მრავლობითი ბულოზური გამონაყარი კანზე, პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე, საერთო მძიმე მდგომარეობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუქსის ჰეტეროქრომია
ანუ სინდრომი II
ფუქსის ჰეტეროქრომია ანუ სინდრომი II - უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. გამოიხატება წამწამოვანი სხეულის დისტროფიული ცვლილებებით, ფერადი გარსის ჰეტეროქტემიითა და კატარაქტით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ფუქსის სინდრომი III
ფუქსის სინდრომი III (სინონიმი: შტეიფის სინდრომი) გამოხატება ფერადი გარსის სხვადასხვაობით. თანდაყოლილი თავისებურება. მხედველობის სიმახვილეზე გავლენას არ ახდენს. ეტიოლოგია უცნობია.