სინულან დუო ფორტე
საკვები დანამატი
#15 აბი

ვალმარკი
სასუნქი სისტემის სიჯანსაღისთვის

- ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (Gენტიანა ლუტეა)
- ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი (Vერბასცუმ ტჰაპსუს)
- პირშუშხას ფესვების ექსტრაქტი (Aრმორაცია რუსტიცანა)
- სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (Vერბენა ოფფიცინალის)
- დიდგულას ყვავილის ექსტრაქტი (შამბუცუს ნიგრა)
- ნასტურციის ექსტრაქტი (თროპაეოლუმ მაჯუს)

სინულან დუო ფორტე წარმოადგენს ორმაგი მოქმდების მქონე მცენარეული ექსტრაქტების ბალანსირებულ კომპლექსს.
• უზრუნველყოფს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სიჯანსაღეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას;
• ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
• დიდგულას ყვავილის ექსტრაქტი Sambucus nigra) – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ოფლმდენი და ანტიოქსიდანტური მოქმედებით აუმჯობესებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ფუნქციობას. მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ასევე ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს ახდენს სიმპტომების სწრაფ კუპირებას და ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
 ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი (Verbascum thapsus) – ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ლორწოვანი გარსის დამარბილებელი მოქმედებით. ეფექტიანია ზედა სასუნთქი გზების კატარისა და ძლიერი ხველის დროს. პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხმის იოგების ანთებითი დაავადებებისას ამცირებს სიმპტომებს, მტკივნეულ რეფლექსს, სპაზმსა და შეშუპებას.
 ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (Gentiana lutea) – ხასიათდება სპაზმოლიზური, მუკოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით. ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით.
 სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (Verbena officinalis) – ამცირებს რესპირატორულ ტრაქტში ლორწოს სიბლანტესა და გამოყოფას, ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს სუნთქვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
ჩვენებები:

• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ფარინგიტი, რინიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი) პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში.
• ქვედა სასუნთი გზების ანთებითი დაავადებების (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქიოლიტი) კომპლექსურ თერაპიაში;
• პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;
• მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რომელსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქნა;
• გრიპის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული სიმპტომების: ცხელება, თავისა და ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, შემაწუხებელი ხველა (მშრალი ან ნახველიანი), ასთენია, კუნთებისა და თავის ტკივილის, პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში;
• სეზონური ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, ხველა, ცემინება და გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია.
სინულან დუო ფორტე განკუთვნილია მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 6 წლის ასაკიდან.

დღიური დოზა შეიცავს:

1 აბი შეიცავს

2 აბი შეიცავს

ნასტურციის ექსტრაქტი (extract 7:1)

171,4 მგ

342,8 მგ 

პირშუშხას ფესვის ექსტრაქტი (extract 10:1)

48,0 მგ 

96,0 მგ 

სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (extract 5:1)

25,0 მგ 

50,0 მგ 

ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (extract 5:1)

25,0 მგ

50,0 მგ

ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი (extract 5:1)

25,0 მგ

50,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: ცელულოზა, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი; სტაბილიზატორები: კარბოქსიმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი; საღებავები: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი; ტრიგლიცერიდები.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
• 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 აბი 1-ჯერ დღეში.
• 12 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 აბი 2-ჯერ დღეში.
მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად, კვების დროს, წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი საშუალება. არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქატაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზებით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 250C-ზე.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე (EXP)

მწარმოებელი: ვალმარკი, ა.ს., ოლდრიჩოვიცე 44, 739 61 ტრინეცი. 

www.walmark.eu

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია