სინუ მოს კაფსულა #20
ნატურალური საკვები დანამატი რესპირატორული ინფექციური დაავადებების დროს
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტი რომელიც რთულად განკურნებადია და მკურნალობა ხანგრძლივია.
შემადგენელი კომპონენტები:
ლურჯი ევკალიპტი, ლიმონი და ფიჭვი მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალება.
ფურისულა და ნაღველა ასტიმულირებს ცხვირის ლორწოვანის სეკრეციას და ამცირებს ანთებას.
შავი ანწლი მოქმედებს როგორც იმუნური სისტემის მასტიმულირებელი.
ისლანდიური ხავსი უზრუნველყოფს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი რომელიც მოქმედებს , როგორც ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენელი კომპონენტები |
1 კაფს/მგ |
3 კაფს/მგ |
ევკალიპტის ფოთლების (Eucalyptus globulus Labill.) ეთერზეთი |
48 |
144
|
ევკალიპტოლი |
40,8 |
122,4 |
(+)-ლიმონენი |
0,48 |
14,4 |
α-პინენი |
2,04 |
6,12 |
γ-ტრიტერპენი |
2,04 |
6,12 |
p-ციმოლი |
2,04 |
6,12 |
მირცენი |
1,2 |
3,6 |
ტერპინეოლი |
1,2 |
3,6 |
β-პინენი |
1,2 |
3,6 |
ლიმონის (Citrus x limon L.) ნაყოფის ეთერზეთი |
20 |
60 |
ფურისულას (Primula veris) ყვავილის მშრალი ექსტრაქტი |
15 |
45 |
შავი ანწლის (Sambucus nigra) ქერქის მშრალი ექსტრაქტი |
10 |
30 |
პილიფენოლები |
2,5 |
7,5 |
ანტოციანოზიდები |
0,6 |
1,8 |
ფიჭვის (Pinus spp.) ქერქის მშრალი ექსტარქტი |
8 |
24 |
პროანტოციანიდები |
7,6 |
22,8 |
ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica) მშრალი ექსტარქტი |
8 |
24 |
პოლისაქარიდები (ლიქენინების შემცველობის გამო) |
0,24 |
0,73 |
ყვითელი ნაღველას (Gentiana lutea) ფესვის მშრალი ექსტრაქტი |
6 |
18 |
ლისოზიმის ჰიდროქლორიდი |
4 |
12 |
ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill) -
ეთერზეთში შემავალი ძირითადი კომპონენტებია 1,8-ცინეოლი, α-პინენი, (+)-ლიმონენი, გლობულოლი, (E) -პინოკარვეოლი, პ-ციმოლი, (+)-არომადენდრენი და პინოკარვინი.
იგი გამოიყენება, როგორც ანალგეზიური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიპირეტული საშუალება სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს როგორიცაა გაციება , გრიპი და სინუსიტები.
ლიმონი (Citrus × limon L.) -
ლიმონის ეთერზეთის შემადგენლობაა: (+)-ლიმონენი, β-პინენი, γ-ტერპინენი, გერანიალი, α-პინენი, საბინენი, β-მირცენი + მეთილგეპტენონი და ნერალი. გამოიყენება გაციებისა, ღორის გრიპის და ტინიტუსების დროს. ასევე ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აქვს ანთბისსაწინაღმდეგო , შარდმდენი და სისხლის მიმოქცევის ხელშემწყობი თვისება.
ფურისულა (Primula veris L.) -
იგი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონურ გლიკოზიდებს, მეთიოქსიფლავონებს და სხვა ფლავანოიდებს. ფურისულას ყვავილებს იყენებენ სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ანთების დროს, ასევე ხველების, ბრონქიტის, ყივანახველას და ასთმის დროს. ნაღველას ფესვებთან და ანწლის ყვავილებთან ერთად იგი გამოიყენება პერორალურად სინუსიტების მკურნალობისთვის.
შავი ანწლი (Sambucus nigra L.) -
ანწლი გაჯერებულია ფლავანოიდებით, ანტოციანიდებით, მათ შორის 3-გლუკოზიდ ციანიდინი, ციანიდინ-3- სამბუბიზიდი და პელარგონიდინის გლუკოზიდები. გარდა ამისა შავი ანწლი შეიცავს კვერცეტინს, რუტინს, იზოკვერცეტინს და ჰიპეროზიდს, ფიტოსტეროლებს, კაროტინოიდებს, რკინას, სპილენძს, თუთიას, ვიტამინ C , მინერალებიდან -მაგნიუმს, ტანინებს ეთერზეთებს და ცხიმოვანი მჟავებს.
ფიჭვი (Pinus spp.) -
ექსტრაქტი გაჯერებული პროანტოციანიდინის (98,5%) მონომერული და ოლიგომერული ფორმით, ფლავანოიდებით, ფლავანოლები, ფლავანონები. მისი შემადგენლობა უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას რესპირატორული დაავადებების დროს.
ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L.) –
ექსქტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთებს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.
პოლისაქარიდები (ლორწო )ქმნიან დამცავ გარს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას, ახორცებს მცირე დაზიანებებს, იცავს გარემოს არასასურველლი ფაქტორებისაგან (კვამლი და მტვერი)
ფენოლის ნაერთები, ლიქენინის და ცხიმოვანი მჟავა უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
ყვითელი ნაღველა (Gentiana lutea L. ) -
ყვითელი ნაღველას ფესვის ძირითადი კომპონენტების მწარე გლიკოზიდები, ტრიტერპენოიდები, ქსანტონები. ნაღველა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტის, მადის დაკარგვის, კუჭის სავსეობის შეგრძნების, მეტეორიზმის, დიარეის, გასტრიტის, გულძმარვის და ღებინების დროს. აგრეთვე მისი გამოყენება ხდება, როგორც სპაზმოლიზური, ანტიჰელმინთური და ანტისეპტიკური საშუალება. მცირე დოზებით მოქმედებს როგორც მუკოლიზური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ცხვირის გამავლობას.
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი
წარმოადგენს ფერმენტს რომელიც ზემოქმედებას ახდენს ბაქტერიის უჯრედის კედლის მუკოპოლისაქარიდებზე და ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. გამოიყენება ქრონიკული სინუსიტების დროს, ასევე როგორც ამოსახველებელი საშუალება რესპირატორული დაავადებების დროს.
გამოყენების ჩვენება:
ცხვირის დაცობის და გაძნელებული სუნთქვის დროს გამოსაყენებელი საშუალება
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად.
6-12 წელი |
1 კაფს |
2-ჯერ დღეში |
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით |
3-ჯერ დღეში |
არ მისცეთ 6 წლამდე-მდე ბავშვებს
მიიღეთ კვების შემდეგ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.
უსაფრთხოების ზომები:
არ მიიღოთ შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
შეიცავს კვერცხის ცილის ლიზოციმს
გაფრთხილება:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.
მწარმოებელი:
UAB “Innovative Pharma Baltics”
მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,
ვილნიუსი, ლიეტუვა,
www.ipb.lt