საერთაშორისო დასახელება:

AZELANIC ACID

მწარმოებელი: Schering S. p. A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: აზელაინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აკნესა და ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 20%: ტუბში 30 გ

1 გ

აზელაინის მჟავა ...........  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცხიმოვანი მჟავის ეთოქსილირებული ეთერი, გლიცერილსტეარატის, ცეტილის სპირტის, ცეტილის ეთერებისა და ქოქოსის გლიცერიდის ნარევი, ცეტეარინლაქტანატი, პროპილენგლიკოლი, 85%-იანი გლიცეროლი, ბენზოის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული, აკნეს საწინააღმდეგო და და მადეპიგმენტირებელი ეფექტები. პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზელაინის მჟავა აინჰიბირებს აკნეს წარმომშობ პროპიონის ბაქტერიებს როგორც კანის ზედაპირზე, ასევე ცხიმის ჯირკვლებში. გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს ნეიტროფილური გრანულოციტების მეტაბოლიზმს და მათ მიერ ჟანგბადის თავისუფალი ფორმების გამომუშავებას, რომლებიც წარმოადგენენ ანთებითი პროცესის მხარდამჭერ მნიშვნელოვან ფაქტორებს).

აზელაინის მჟავას ეპიდერმისის უჯრედის კერატინიზაციის პროცესზე ზემოქმედება განაპირობებს აკნეს წარმოშობასთან დაკავშირებულ კომედონებზე დადებით თერაპიულ ეფექტს. აზელაინის მჟავა აინჰიბირებს მელანოციტების ზრდასა და ანომალურ აქტივობას, რომლებიც იწვევენ მელაზმების ტიპის ჰიპერპიგმენტაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: კრემი სკინორენის კანზე დატანის შემდეგ, აზელაინის მჟავა მიაღწევს ეპიდერმისსა და დერმაში, საერთო დოზის 3.6% აბსორბირდება სისხლში.

გამოყოფა: შეწოვილი აზელაინის მჟავას ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, ხოლო ნაწილი დიკარბონული მჟავების (C5, C7)  სახით, რომლებიც წარმოიქმნება აზელაინის მჟავის დებატ დაჟანგვით.

ჩვენებები:

  • acne vulgaris;
  • სებორეული დერმატიტის;
  • პათოლოგიური ჰიპერპიგმენტაცია (მათ შორის პიგმენტური ლაქები ორსულობის პერიოდში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კანის ზედაპირის წყლით საგულდაგულო გასუფთავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევში შესაძლებელია მსუბუქი ფორმის კოსმეტიკურ საშუალებებთან კომბინაციაში მსგავსი პროცედურის ჩატარება.

პრეპარატი დაიტანება დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს) სხეულის დაზიანებულ ზედაპირზე. დიდი რაოდენობით მალამოს დატანება არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის დაწყებისას კანის ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში საჭიროა კრემის რაოდენობის ან მისი გამოყენების სიხშირის შემცირება. გამოიყენება დღეში ერთხელ გაღიზიანების სინდრომის მოხსნამდე. მკურნალობა შესაძლებელია შეწყდეს რამდენიმე დღით. სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია პრეპარატის რეგულარული გამოყენება.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შესაძლებელია ვარირებდეს დაავადების ინდივიდუალური სურათის მიხედვით და განისაზღვრება მისი გამოხატულების ხარისხით.

აკნეს მკურნალობისას სასურველი ეფექტი, როგორც წესი, აღინიშნება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ. ამ დროს დასაშვებია მზის სხივების ზემოქმედება.

მელაზმების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში. სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა პრეპარატის რეგულარული გამოყენება. მკურნალობის დროს საჭიროა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია გარდამავალი ხასიათის კანის ზედაპირის ადგილობრივი გაღიზიანება, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობას.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. თვალთან პრეპარატის შემთხვევითი კონტაქტის დროს საჭიროა მისი წყლით ჩამობანა.

მელაზმა რომელიც განლაგებულია ეპიდერმისში ან ერთდროულად ეპიდერმისსა და დერმაში ექვემდებარება მკურნალობას. ამავე დროს თუკი მელაზმა განლაგებულია მხოლოდ დერმაში, მაშინ მკურნალობა არაეფექტურია.

მელაზმას ტიპის დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩასატარებლად რეკომენდებულია ვუდის ნათურის გამოყენება.

სკინორენის გამოყენება შეიძლება აკნეს სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია