მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეროზიის საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების გინეკოლოგიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი: ფლაკონში 0.5 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 მლ
აზოტმჟავა 70%-იანი ........................ 537 მგ
ძმარმჟავა 99%-იანი ........................... 20.4 მგ
მჟაუნმჟავას დიჰიდრატი ........................ 58.6 მგ
თუთიის ნიტრატის ჰექსაჰიდრატი ............ 6 მგ
წყალი 1 მლ-მდე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. იგი განსხვავებულად მოქმედებს საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის სხვადასხვა ტიპებზე. ეროზიასა და გარდაქმნის ზონაზე პრეპარატის დატანის შემდეგ აღინიშნება ექტოპიური ცილინდრული ეპითელიუმისა და სუბეპითელიური სტრომის დაუყოვნებელი ფიქსაცია. მრავალშრიანი, ბრტყელი ეპითელიუმი საკმარისად მდგრადია პრეპარატის მოქმედების მიმართ და იგი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ცვლილებას. ფიქსაციის პროცესი მოიცავს რამოდენიმე წუთს და ხასიათდება ღია-ყვითელი ან რუხი შეფერვით. მუმიფიცირებული ქსოვილი წარმოადგენს დამცავ წრეს, რომლის შიგნითაც ისევ ხდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის წარმოქმნა. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილი აქვს მუმიფიცირებული ეპითელის მოცილებას.
ჩვენებები:
- ცერვიკალური ექტოპია;
- ტრანსფორმაციის დონა;
- Ovula Nabothi (გახსნის შემდეგ);
- ცერვიკალური არხის პოლიპები;
- ოპერაციის შემდგომი გრანულები (მაგალითად ჰისტეროექტომიის შემდეგ)
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. პროცედურის დროს რეკომენდებულია მხოლოდ დაზიანებული უბნის დამუშავება. ამავე დროს, თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა გარეგან სასქესო ორგანოებსა და საშოს ეპითელიუმზე.
საშვილოსნოს ყელი უნდა გასუფთავდეს გამონადენისაგან ბამბის ტამპონის მეშვეობით. საშვილოსნოს ყელის 3%-იანი ძმარმჟავას ხსნარით დამუშავება საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს დაზიანების საზღვარი.
დაზიანებული უბანი უნდა დამუშავდეს პრეპარატით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით, რომელიც დახვეულია ხის პატარა ჯოხზე.
1-2 წთ-ის შემდეგ დამუშავება უნდა გავიმეოროთ ახალი ბამბის ტამპონით, რომელიც გაჟღენთილია პრეპარატით.
მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად, რომლის დროსაც არ არის საჭირო წყლის პროცედურებისა და სქესობრივი აქტის შეზღუდვა. დიდი ზომისა და საკმარისად ღრმა ეროზიის მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ რეკომენდებულია შემოწმების ჩატარება და მკურნალობის განმეორება 4-6 დღის შემდეგ.
მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ პაციენტი ვალდებულია ხელმეორედ ჩაიტაროს საკონტროლო შემოწმება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების მაჩვენებლები არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ აუცილებელია მკურნალობის ხელმეორე კურსის ჩატარება (2 აპლიკაცია) და 4 კვირის შემდეგ ექიმთან კონსულტაცია.
ფლაკონის თავსახურის მოხსნის შემდეგ, ბამბის ტამპონი, რომელიც დახვეულია ხის პატარა ჯოხზე იჟღინთება ფლაკონის შიგთავსით, რომლის გამოყენების შემდეგ ბამბის ტამპონი უნდა მოვათავსოთ ფლაკონში და გავტეხოთ ხის პატარა ჯოხი.
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება. მკურნალობა უმტკივნეულოა და არ იწვეს საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციასა და ნაწიბურების წარმოქმნას.
უკუჩვენებები:
* საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი ცვლილებები (ეჭვი მალიგნიზაციაზე);
* დისპლაზია;
* ორსულობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს კონცენტრირებულ მჟავებს, ამიტომ თავიდან უნდა ავიცილოთ მისი არასასურველი კონტაქტი ტანსაცმელთან, კანსა და განსაკუთრებით თვალის ლორწოვანთან. პრეპარატის გარეგანი სასქესო ორგანოების კანზე ან საშოს ეპითელიუმზე მოხვედრისას საჭიროა მათი წყლით ჩამობანა. ხსნარის თვალში მოხვედრის შემთხვევაში რეკომენდებულია ამ უკანასკნელის წყლით ან მანეიტრალიზებელი 1%-იანი ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით ჩამობანა.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება, ვინაიდან ერთი ფლაკონი შეიცავს ერთი პროცედურისათვის საკმარის დოზას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ტრანსპორტირების დროს შესაძლებელია კრისტალური ნალექის წარმოქმნა, რომელიც განპირობებულია ტემპერატურული მერყეობით (მაგ. ტრანსპორტირებისას მისი დაქვეითება). ხანმოკლე გაცხელების შედეგად (1-2 წთ) 400C ტემპერატურაზე ხდება ნალექის გახსნა.