მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი მარეგენირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დენტალური ადჰეზიური პასტა: ტუბში 5 გ.

1 გ

ხბოს სისხლის ჰემოდიალიზატი.........  2.125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

პოლიდოკანოლი .............................. 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი ქსოვილებში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. ის მიიღება ხბოს სისხლისგან და წარმოადგენს დეპროტეინირებულ, არაანტიგენურ, აპიროგენულ ჰემოდიალიზატს. პრეპარატი შეიცავს დაბალმოლეკულურ ნივთიერებებს (გლიკოლიპიდებს, ნუკლეოზიდებს, ნუკლეოტიდებს, ამინომჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშირწყლების და ცხიმების დაშლის შუალედურ პროდუქტებს). სოლკოსერილი ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადის შეთვისებას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს გლუკოზის ტრანსპორტირებას, ზრდის ატფ-ის სინთეზს,  რითაც აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას.

პრეპარატი ასტიმულირებს ანგიოგენეზს, იწვევს იშემიური კერის რევასკულარიზაციას, ქმნის  სასურველ გარემოს კოლაგენის სინთეზის და გრანულაციური ქსოვილის ზრდისთვის; აჩქარებს ეპითელიზაციას და ჭრილობის შეხორცებას. იგი ასევე ხასიათდება მემბრანომასტაბილიზირებელი და ციტოპროტექტული მოქმედებით. პასტის შემცველ პოლიდოკანოლს გააჩნია ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება. პრეპარატი ქმნის პირის ღრუს ლორწოვანზე აპკს, რომელიც მექანიკური და თერმული დაზიანებისგან იცავს პირის ღრუს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ქიმიური ანალიზის მეთოდებით შეუძლებელია, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სისხლის კომპონენტებს, რომლებიც აგრეთვე ადამიანის ორგანიზმში გვხვდება.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილების და ტუჩების ანთებითი პროცესები (სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი, აფტები, ტუჩების მარტივი ჰერპესი, კბილის პროთეზისგან გამოწვეული დაზიანება, ძვალში იმპლანტატის ჩადგმის შემდეგ, კბილის ექსტრაქცია, კბილების ამოჭრა).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 3-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ და ძილის წინ. დაზიანებული არე მშრალდება ბამბის ან ბინტის ტამპონით, წაესმება პასტა თანაბრად და ზედაპირი წყლით სველდება. პასტის ფენა 3-5 საათი ინარჩუნებს მდგრადობას.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვითარდება ლოკალური შეშუპება, გემოს და კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი არ არის ტერატოგენული, მაგრამ მაინც სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პასტის მშრალი, გრანულური კონსისტენცია უზრუნველყოფს ოპტიმალურ ადჰეზიას და არ ნიშნავს პრეპარატის უხარისხობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დენტალური პასტის არასასურველი მოქმედება სხვა პრეპარატებზე ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწდვომელ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია