სოლტუქსი
(Difass SPA)
შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ შეიცავს:
ადჰადოტა ვაზიკას (Adhatoda vasika) მშრალი ექსტრაქტი 100 მგ.
სუროს ფოთლების (Hedera helix) ექსტრაქტი 175 მგ
მრგვალფოთოლა დროზერას (Drozera rotundifolia) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) მშრალი ექსტრაქტი 40 მგ
ბეგქონდარას (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ
გრინდელიას (Grindelia Robusta) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
ყაყაჩოს ყვავილის (Papaver rhoeas) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
C ვიტამინი 30 მგ
თუთიის ციტრატი 4,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მოცხარის ნატურალური წვენი, ფრუქტოზა, ევკალიპტის თაფლი.
მოქმედების მექანიზმი
სოლტუქსი – მუკოლიტიკი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად შერჩეული მცენარეების ნაკრებისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის თუთია და ვიტამინი C. სოლტუქსი ახდენს ხველის შეტევის კუპირებას და გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
Adhatoda vasika: უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა როგორც მუკოლიტიკი. ალკალოიდის წარმოებული vazisin-ი შედის ბრომგექსინის შემადგენლობაში და Adhatoda vasika-ში. ბრომგექსინი ორგანიზმში გარდაიქმნება ამბროქსოლის აქტიურ მეტაბოლიტად. ალკალოიდი ადჰადატო ვაზიკა არღვევს მუკოპოლისაქარიდებისა და მუკოპროტეინების მტკიცე შენაერთს ნახველში, რის შედეგადაც გამოთავისუფლებული ლიზოსომური ფერმენტები ათხიერებნ ნახველს და ხელს უწყობენ სასუნთქი გზების დაცლას მისგან. აფერხებენ ისეთი მიკრობების გამრავლებასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ტუბერკულოზისა და ნაწლავის ჩხირი. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სურფაქტანტის სინთეზის აქტივაცია და მუკოცილიარული კლირენსის აღდგენა.
Hedera helix: აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ჰედერა და ჰედერაგინინი სპაზმოლიზურად მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ხსნისს ბრონქოსპაზმს, ხოლო ბუნებრივი ფლავონოიდები აძლიერებენ ბრონქის მოციმციმე ეპითელის მოძრაობას და ნახველის გამოდევნას.
Thymus vulgaris: მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, გააჩნია ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი. იგი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება რეზისტენტული შტამების მიმართაც კი. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ის მოქმედებს პიროგენულ სოკოებზე. ასევე ათხიერებს ხახისა და ბრონქის ლორწოვანის მიერ გამომუშავებულ ლორწოს.
Papaver rhoeas: ყაყაჩოს ყვავილის ფურცლის მშრალი ექსტრაქტი ამცირებს ხველის შეტევებს.
Grindelia Robusta: მასში შემავალ ალკალოიდებს აქვთ ანტისეპტიური, მუკოლიზური და ანტისპაზმური თვისებები, აგრეთვე მასში არსებული ეთერზეთებს აქვთ იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.
Drozera rotundifolia: მასში შემავალი ნაფტოხინები სპაზმოლიზურ გავლენას ახდენენ ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე, აგრეთვე, მასში შემავალ ნივთიერება პლიმბაგოს აქვს ანტისეპტიური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი C და ცინკი ზრდიან ინტერფერონის დონეს და ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ამიტომ ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით და ძლიერი ხველებით მიზანშეწონილია სოლტუქსის გამოყენება. ვიტ. C მონაწილეობს უჯრედის ოქსიგენაციის პროცესში. ახდენს ნახველის გამათხიერებელი ფერმენტების აქტივაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენება:
- სასუნთქი გზების მწ. და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით (ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი)
- მონოთერაპია ვირუსული ეტიოლოგიის ხველის დროს
- ყივანახველა
- ბრონქული ასთმა
- ტუბერკულოზი
- ლარინგიტი, ფარინგიტი, რინოსინუსიტი
დოზირების რეჟიმი:
0-1 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში (აუცილებელია მეთვალყურეობა).
1-6 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (5 მლ) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1 მთლიანი დოზა (10 მლ) 3-ჯერ დღეში.
სოლტუქსის სიროფი მიიღება საკვების მიღების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დღეში 4-ჯერ.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი Adhatoda vasika იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას). პრეპარატი ინიშნება ლაქტაციის დროს.
გამოშვების ფორმა
Soltuks სიროფი, ფლაკონი 200 მლ.