სომნა-რიცი ფორტე
SOMNA-Ritz Forte
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 200 მგ პასიფლორას (Passiflora icarnata) მშრალ ექსტრაქტს, 125 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კუნელის (Crataegus) მშრალ ექსტრაქტს და 25 მგ ბარამბოს (Melissa officinalis) მშრალ ექსტრაქტს.
მოქმედების მექანიზმი
სომნა-რიც ფორტე მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
პრეპარატს აქვს საძილე და სედატიური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას, არეგულირებს ძილის ფაზებს, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, აღადგენს ნერვული სისტემის წონასწორობას, ხსნის მსუბუქ დეპრესიას, შიშს, მოუსვენრობას.
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას.
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.
პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გაღვიძებისას არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.
კუნელი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.
ბარამბო იწვევს სედატიურ ეფექტს, ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
ჩვენება
არჩევის პრეპარატი სტრესულ სიტუაციებსა და სტრესის შემდგომი უძილობის დროს.
სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, გამოწვეული:
- შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით;
- გადაღლით;
- მომატებული აგზნებადობით;
- ფსიქო-ემოციური გადაძაბვით;
- მსუბუქი დეპრესიით, მოუსვენრობით;
- დაღლილობით და დათრგუნვით.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით.
სომნა-რიც ფორტე აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
დოზირება და მიღების წესი
ინიშნება 1 კაფსულა დაძინებამდე 1 საათით ადრე.
ხანგრძლივი დეპრესიით და მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობით გამოწვეული უძილობის დროს რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)