საერთაშორისო დასახელება:
ALPRAZOLAM
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება: ალპრაზოლამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ანქსიოლიზური სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ალპრაზოლამი ............... 0.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ავიცელ pH 101 ტალკი, კოლოიდური დიოქსიდი კაჟბადის, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სოფანაქსის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე მოქმედების შედეგად გამაამინოერბომჟავას (გაემ) რეცეპტორების აქტივაციასთან; შედეგად ცნს-ში გროვდება ნერვული იმპულსების შემაკავებელი მედიატორი _ გაემ-ი. სოფანაქსი ავლენს ანქსიოლიზურ, ტრანკვილიზურ, ანტიკონვულსურ, სედატიურ, მიორელაქსაციურ გავლენას.
ჩვენებები:
- შფოთიანი აშლილობა;
- დეპრესიულ-შფოთიანი შერეული ტიპის აშლილობა;
- პანიკური აშლილობა აგაროფობიით ან მის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება:
სოფანაქსით მკურნალობის დოზირებას და ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 0.250-0.500 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. დოზა უნდა გაიზარდოს არა უმეტეს 1 მგ-ით 3-4 დღეში ერთხელ. საშუალო თერაპიული დოზა ვარირებს 1.5-4 მგ-მდე დღე-ღამეში და რამდენიმე მიღებაზე ნაწილდება.
მაქსიმალური დღიური დოზა უფროსებისათვის 4 მგ-ს შეადგენს; სოფანაქსი მიიღება ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. პანიკური აშლილობის დროს დოზა შეიძლება ვარირებდეს 1 მგ-და 10 მგ-მდე, საშუალო დოზა შეადგენს დაახლოებით 5-6 მგ-ს დღე-ღამეში. წამლის მიღება იწყება დაბალი დოზებით, გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის გაგრძელების და დოზის შემცირების დროს. სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, უძილობა, დეპრესია, ჰიპერაგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი. მეხსიერებისა და კოორდინაციის დარღვევა, სხეულის მასის ცვლილება, კუნთების სისუსტე, პირის სიმშრალე, ფაღარათი ან შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, სიყვითლე, მენსტრუალური ციკლისა და სექსუალური ფუნქციის დარღვევა, შარდის შეკავება და თირკმლის ფუნქციური ტესტების ცვლილება, თვალშიდა წნევის მომატება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა სოფანაქსის შემადგენელი კომპონენტების ან ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ;
* Myasthenia gravis
* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
* ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია:
* არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ღვიძლის და თირკმლის დაავადებების მქონე პირებში საჭიროა უსაფრთხოების რუტინული ზომის მიღება - დოზის შემცირება.
◄ სოფანაქსის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება (განსაკუთრებით ალკოჰოლიკებში და ნარკომანებში).
◄ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სოფანაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
◄ თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატით მკურნალობის უეცარ შეწყვეტას;
დღიური დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და ისიც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
◄ პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს, რაც საფრთხეს წარმოადგენს გლუტენური ენტეროპათიის (ხორბლის მარცვლებში შემავალი ცილა გლუტენის აუტანლობა) მქონე პირებისთვის.
◄ გასათვალისწინებელია, რომ ყოველი რეკომენდებული დოზა შეიცავს 0.03 გ-მდე ლაქტოზას.
◄ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ სოფანაქსს, რეკომენდებულია უარი თქვან ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე, ვინაიდან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუ.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების პირველი ნიშნებია: ძილიანობა, დაბნეულობა, კოორდინაციის დარღვევა და რეფლექსების შენელება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პირღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა.
მნიშვნელოვანია სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების მუდმივი მონიტორინგი.
მკურნალობა: ინტრავენურად საინფუზიო ხსნარების შეყვანა; სოფანაქსის ეფექტების გასანეიტრალებლად შეიძლება ფლუმაზენილის გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- სოფანაქსის მოქმედება ძლიერდება სხვა ფსიქოტროპულ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიჰისტამინებთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენების დროს.
- არ არის რეკომენდებული ციმეტიდინთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ერითრანთან) ერთდროული გამოყენება. ვინაიდან ისინი აქვეითებენ პრეპარატის ელიმინაციას და არსებობს მისი ორგანიზმში დაგროვების საშიშროება.
- სოფანაქსი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედებას (იმოპრამინი, დეზიპრამინი).
- სოფანაქსის და ფლუოქსეტინის, პროპოქსიფენის, ნეფაზოდონის, ფლუვოქსამინის, სერტრალინის, პაროქსეტინის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი), ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, კეტოკონაზოლისა და იტრაკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები) გამოყენების დროს შესაძლებელია სოფანაქსის მოქმედების და გვერდითი მოვლენების გაძლირება.
- ამ ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, სოფანაქსს შეუძლია ერგოტამინთან (შაკიკის სამკურნალო საშუალება), ციკლოსპორინთან (იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება), ამიოდარონთან (ანტიარითმიული საშუალება), ნიკარპინთან, ნიფედიპინთან (ჰიპოტენზიური საშუალება) ურთიერთქმედება, რამაც შეიძლება არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.