საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Drotaverini hydrochloridum.

ქიმიური დასახელება - 1-(3,4-დიეთოქსიბენზილდენ)-6,7-დიეტოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინის ჰიდროქლორიდი

 

სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობა:

დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40მგ, სანთლის ფუძე: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები.

 

გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები, ცილინდრულ-კონუსის ფორმის, თეთრი-მოყვითალო ფერის. სიგრძივ განაკვეთზე - ერთგვაროვანი მასა, ჩანართების გარეშე. განაკვეთზე დასაშვებია ჰაეროვანი, ფოროვანი სიცარიელის და ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება.

ათქ კოდი – А0ЗАD02

 

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ადუნებს შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ფოსფოდიესთერაზა ჳვ-ის დათრგუნვაში, რაც იწვევს ცამფ-ის დაგროვებას და მიოზინის მოკლე ჯაჭვების კინაზას ფოსფორილირებას. სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თანაბრად ნაწილდება ქსოვილებში. ეფექტურად ადუნებს შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, აქვეითებს არტერიულ წნევას. გავლენას არ ახდენს ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე და ცნს-ზე.

 

ფარმაკოკინეტიკა:

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გადანაწილდება თანაბრად. გამოიყოფა თირკმლებით.

 

ჩვენება:

შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი. კარდიო და პილოროსპაზმი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, მეტეორიზმი, ტენეზმები. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, პიელიტი, ცისტიტი. ტვინის, კორონარული და პერიფერიული არტერიების სპაზმი. ალგოდისმენორეა, მოსალოდნელი აბორტი და მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა.

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

რექტალურად, ერთი სანთელი 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში ერთი სანთელი 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

 

გვერდითი მოქმედება:

თავბრუსხვევა, გულისცემის გაძლიერება, ცხელების შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენება:

პრეპარატის დადგენილი აუტანლობა, გლაუკომა.

 

დოზის გადაჭარბება:

წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

თერაპიული დოზებით გამოყენებისას არ გამოვლენილა უარყოფითი მოქმედება ორსულის და ნაყოფის ორგანიზმზე.

 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

სპაზმოლიზინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ასუსტებს ლევოდოფას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტს. აძლიერებს სხვა სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტს. ფენობარბიტალთან ერთად გამოყენება აძლიერებს სპაზმოლიზური ეფექტს.

 

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25°С ტემპერატურაზე.

 

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა:

ხუთი სანთელი ერთ პოლივილინქლორიდის ბლისტერში. ორი ბლისტერი თავსდება ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი:

ფარმაცევტული დაწესებულება FARMAPRIM SRL

მდ-2028, მოლდოვის რესპუბლიკა, ქ. კიშინეუ. გ. გუდორის ქუჩა #3

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია