მწარმოებელი: HEEL,გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუნთების სპაზმის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
რექტალური სანთლები: შეფუთვაში 12, 60 და 120 ც.
1 სანთელი
Colocynthis D3 ................................. 1.1 მლ
Ammonium bromatum D3 .................... 1.1 მლ
Atropinum sulfuricum D5....................... 1.1 მლ
Veratrum D5 .................................... 1.1 მლ
Magnesia Phosphorica D6 ...................... 1.1 მლ
Gelsemium D5 .................................... 1.1 მლ
Passiflora Incarnata D1 .......................... 0.55 მგ
Agaricus D3 ......................................... 0.55 მგ
Chamomilla D2 .................................... 0.55 მგ
Cuprum Sulphuricum D50 ........................ 55 მგ
Aconitum D5 .......................................... 2.2 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
- შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი (კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს, შარდსადინარის), კუნთების სპაზმი ქოლეცისტიტის, სპაზმი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს;
- სპასტიური კოლიტი, თირკმლის ჭვალი, დისმენორეა, შარდის ბუშტის ტენეზმები;
- ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმა და სპასტიური ბრონქიტი, ხორხის სპაზმი, მაგალითად ცრუ კრუპის და ყივანახველის დროს;
- ბავშვებში კბილების ამოჭრისას, მუცლის ჭვალი, შაკიკი, კუნთების გადაძაბვა (მიალგიები, მიოგელოზები), მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს კუნთების რეფლექსური შეკუმშვა.
მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვა დანიშნულება არ არის ერთი სანთელი 2-3-ჯერ დღეში;
მწვავე ტკივილებისას ერთი სანთელი საათში ერთხელ რექტალურად.
6 თვემდე ჩვილებისთვის 1/2 სანთელი ერთჯერადად.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.