საერთაშორისო დასახელება:

Amlodipine Besilate

მწარმოებელი:

Dr.Reddy,s Laboratories LSD.,ინდოეთი.

შემადგენლობა:

სტამლო-5 მგ:

ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

ამლოდიპინ ბესილატს, რომელიც შეესაბამება აქტიური ამლოდიპინის ფუძეს.     5 მგ

სტამლო-10 მგ:

ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

ამლოდიპინ ბესილატს, რომელიც შეესაბამება აქტიური ამლოდიპინის ფუძეს.     10 მგ

აღწერილობა:

წარმოადგენს დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტს, ხანგრძლივი მოქმედებით, რომელიც გამოიყენება ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს. ის აინჰიბირებს კარდიალურ და გლუვ უჯრედებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ მოდინებას.

მოქმედება:

ამლოდიპინის ძირითადი ეფექტები განპირობეულია ვაზოდილატაციით. ამლოდიპინი აქვეითებს პერიფერიულ სისხლძარღვთა რეზისტენტობას რეფლექსური ტაქიკარდიის გამოწვევის გარეშე. ერთჯერადი დღიური დოზით ამლოდიპინი ეფექტურია ჰიპერტენზიის მართვისათვის სისხლის სისტოლური და დიასტოლური წნევის დაქვეითების კონტროლით. გარდა ამისა, ამლოდიპინით მკურნალობის დროს გამოვლენილია თირკმლის სისხლძარღვების დილატაცია, რაც იწვევს გორგლოვანი ფილტარციის სიჩქარის ზომიერ მომატებას. ამლოდიპინი ასევე დოზადამოკიდებული სახით იძლევა მისი ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობას პაციენტებში კორონარული არტერიების დაავადებით.

ფარმაკოკინეტიკა:

ამლოდიპინი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ რომლის დროსაც ამლოდიპინის პიკური პლაზმა კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 7–8 საათში. ერთჯერადი დოზირების შემდეგ მისი ეფექტურობა მერყეობს 52 და 88%-ს შორის, რომელიც უფრო მაღალია კალციუმის არხების სხვა ბლოკატორებით განპირობებულ ეფექტურობასთან შედარებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35.7±6.1 საათს ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ და 44.7±8.6 საათს დღიური დოზირების შემდეგ 14 დღიანი მკურნალობის კურსის დროს.

ჩვენებები:

  • ჰიპერტენზია, ქრონიკული და ვაზოსპასტიური ტიპის სტენოკარდიები.

დოზირება:

5-10 მგ ერთხელ დღეში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპრატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პოტენციურად საშიში ურთიერთქმედება არ არის აღნიშნული.

პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციით ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება ბეტა-ბლოკატორებთან აღწერილია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე. ხოლო პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით არ არის მიზანშეწონილი ამლოდიპინის კომბინაცია ბეტა-ბლოკატორებთან და კალციუმის სხვა ანტაგონისტებთან.

სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება:

დიგოქსინი:

ამლოდიპინისა და დიგოქსინის ურთიერთქმედების არარსებობა დადასტურებული იქნა ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ საკონტროლო კლინიკური კვლევებით.

ციმეტიდინი:

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს რაიმე სახის ურთიერთქმედება ამლოდიპინსა და ციმეტიდინს შორის.

ვარფარინი:

კლინიკური კვლევებით, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, დადასტურდა, რომ ამლოდიპინი  მნიშვნელოვნად არ ცვლის  ვარფარინის ეფექტს პროთრომბინის დროზე.

საკვები:

საკვები არ ცვლის ამლოდიპინის აბსორბციის ხარისხს და კოეფიციენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშარალ, გრილ ადგილას.

შენახვის ვადა:

36 თვე.

გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია