ფორმა : ხსნარი 200 მლ , ფლაკონი №1
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება
პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .
შემადგენლობა :
ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ ); ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ ); თავშავას ბალახი (2,0 გ ); სალბის ფოთოლი (4,0 გ ); გვირილას ყვავილი (3,0 გ ); გულყვითელას ყვავილი (3 გ ); მუხის ქერქი (4,0 გ ); სპირტი (20,0 გ ); გამოხდილი წყალი (160 გ ).
ფარმაკოლოგიური მოქმედება :
პრეპარატი „სტომგინი „ მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას , კურნავს დაავადებულ ღრძილებს .
ჩვენებები :
- პრეპარატი „სტომგინი „ გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ .
მიღების წესი :
პირის ღრუში , მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ .
უკუჩვენებები : არ არის დადგენილი .
გვერდითი მოვლენები : არ არის დადგენილი .
შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე .
გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში №1
შენახვის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი: შ . პ . ს . " დავათი "