მწარმოებელი: FERROSAN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; რეტინოპროტექტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ტაბ.
1 ტაბ.
მოცვის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი ................ 82.4 მგ
ბეტა-კაროტინის კონცენტრატი 10% ................. 12 მგ
შემავსებლები:
მოცვის წვენის ლიოფილიზატი (ფხვნილი), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი : მეთილცელულოზა, გაწმენდილი წყალი.
აღწერა
მრგვალი ორმაგად ამობურცული ტაბლეტები, შემოგარსული მუქი-იისფერი გარსით, სხვადასხვა ინტენსიურობის იისფერი წერტილებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს მხედველობითი პიგმენტის როდოფსინის სინთეზის სტიმულირებასა და რეგენერაციას. ხელსუწყობს მხედველობის სიმკვეთრის ზრდას, აუმჯობესებს სიბნელისა და ცუდი განათების პირობებში ადაპტაციას. გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება და აუმჯობესებს თვალის ბადურისადმი სისხლის მიწოდებას. პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ჩვენებები:
- კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვის დროს წარმოქმნილი მხედველობითი დაღლილობის სინდრომი;
- სხვადასხვა დონის ახლომხედველობა;
- სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა (ჰემერალოპია);
- დიაბეტური რეტინოპათია;
- ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია;
- პირველადი გლაუკომის თერაპიის კომპლექსში;
- თვალებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 7 წლიდან: 1 ტაბ. დღეში.
დიდებში: 2 ტაბლეტი დღეში.
ექიმის მიერ დადგენილი მკურნალობის კურსი.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის სასურველი მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენით ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ