მწარმოებელი: SHREYA LIFE SCIENCES, ინდოეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
1 მლ
Adchatoda vasika (ადხატოდა ვასიკა) ................ | 60 მგ |
Glycyrrhiza glabra ( ძირტკბილა) ..................... | 4 მგ |
Curcuma longa (გრძელი ქურქუმა) ................... | 2 მგ |
Ocimum sanctum (რეჰანი) ............................ | 2 მგ |
Zingiber officinale (კოჭა) ............................... | 2 მგ |
Solanum xantocarpum (ძაღლყურძენა) ............. | 1 მგ |
Piper longum (წიწაკა გრძელი) ........................ | 1 მგ |
Elettaria Cardamomum (ილი) ....................... | 1 მგ |
სიროფის ფუძე შეიცავს აგრეთვე მენთოლს კარამელის გემოთი - 0.5 მგ/1 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. იგი ხასიათდება ბრონქოლიზური, მუკოლიზური, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ჩვენებები:
- პრეპარატს იყენებენ სიმპტომური მკურნალობის სახით ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ყივანახველას საწყისი სტადია;
- სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს: "მწეველთა ბრონქიტი", "ლექტორთა ლარინგიტი".
მიღების წესი და დოზირება:
3-5 წლის ასაკის ბავშვებში პერორალურად ინიშნება 1/2 ჩაის კოვზი (2.5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.
6-14 წლის ასაკის ბავშვებში - 1/2-1 ჩაის კოვზი (2.5-5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და 14 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 3-ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატთან ერთად ჩვენების მიხედვით შესაძლებელია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება.
შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილმა პაციენტებმა საჭიროა გაითვალისწინონ, რომ სუპრიმა-ბრონქოს 45 მლ (1 ჩაის კოვზი) სიროფი შეიცავს 1.5 გ შაქარს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.