ფარმაკოლოგიური თვისებე

სუქსამეთონიუმი იწვევს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. მისი მოქმედებით მიორელაქსაცია ვითარდება თანმიმდევრობით: ხელის, თვალის, ქვემო კიდურების, კისრის, ზურგის კუნთების მოდუნება. პრეპარატი სწრაფად იშლება სისხლში ფერმენტ ფსევდოქოლინესთერაზას მეშვეობით, რის გამოც მის მიერ გამოწვეული მიორელაქსაციური ეფექტი ხანმოკლეა. პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მისი მოქმედება ინტრავენურად შეყვანისას 54-60 წმ-ში ვლინდება, ხოლო კუნთებში ინექციის დროს 2-4 წთ-ში და გრძელდება 10 წთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანისას პრეპარატი სწრაფად ვრცელდება პლაზმასა და ექსტრაცელულურ სითხეში. იგი განიცდის ჰიდროლიზს ქარვის მჟავასა და ქოლინის წარმოქმნით. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 90 წამს. იგი ელიმინირდება თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები

  • ქირურგიული ჩარევისას სპონტანური სუნთქვის დასათრგუნად და მიორელაქსაციისათვის;
  • ელექტროიმპულსური თერაპიისას კრუნჩხვების თავიდან აცილების მიზნით;
  • ტეტანუსის დროს;
  • სტრიქინინით მოწამვლის შემთხვევაში;

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად.

ინტრავენური შეყვანისას რეკომენდებულია 100 მკგ/კგ-დან 1.5 მგ/კგ-მდე.

კუნთებში პრეპარატის კეთდება მხოლოდ ბავშვებში 2-4 მგ/კგ დოზით. ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს სუნთქვის ხანმოკლე შეჩერებას.

გვერდითი მოვლენები

მიოკარდიუმის გამტარებლობის და აგზნებადობის დარღვევა, კარდიოგენული შოკი, ღვიძლის დაზიანება, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების ტკივილი განსაკუთრებით გულმკერდის და მუცლის არეში, ჰიპერკალიემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

* მიასთენია;

* მწვავე გლაუკომა;

* თვალის ტრავმა;

* ანემია;

* დამწვრობა;

* ფსევდოქოლინესთერაზას დეფიციტი;

* ავთვისებიანი ჰიპერთერმია ანამნეზში;

* ჰიპერკალიემია;

* მომატებული მგრძნობელობა სუქსამეთონიუმის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სუქსამეთონიუმი გამოიყენება სტაციონარის პირობებში;

♦ თირკმელების უკმარისობის დროს გამოიყენება ერთჯერადად და საშუალო დოზით;

♦ პრეპარატი არ გამოიყენება თანდაყოლილი და დისტროფიული მიოტონიის შემთხვევაში;

♦ პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას საფუძვლად უდევს პლაზმური ფსევდოქოლინესთერეზას აქტივობის შემცირება, რომელსაც ადგილი აქვს შემდეგი პათოლოგიების დროს: ტეტანუსი, ტუბერკულოზი, მძიმე ინფექციები, ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის და თირკმლების უკმარისობა, მიქსედემა, ანემია, კოლაგენური დაავადებები.

♦ სუქსამეთონიუმი არ შეჰყავთ სისხლის პრეპარატებთან ერთად.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

- ფსევდოქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან (ტრიმეტაფანი, ნეოსტიგმინი, ციკლოფოსფამიდი, ქლორპრომაზინი, კეტამინი, მორფინი და მისი ანტაგონისტები) ერთად გამოყენებისას სუქსამეთონიუმის მოქმედება ხანგრძლივდება.

- დიფენჰიდრამინს, პრომეთაზინს, ესტროგენებს, ოქსიტოცინს და ჰორმონულ კონტრაცეპტივებს ასევე შეუძლით ფსევდოქოლინესთერაზის ინჰიბირება.

- შემდეგი პრეპარატები ახანგრძლივებენ სუქსამეთონიუმის ნერვ-კუნთოვან მაბლოკირებელ მოქმედებას ფსევდოქოლინესთერაზას აქტივობის ინჰიბირების გარეშე: მაგნიუმის მარილები, ქინაქინი, ლითიუმის კარბონატი, ამინოგლიკოზიდები, ქინიდინი, პროკაინამიდი, ლიდოკაინი, ვერაპამილი, ბეტა-ბლოკატორები, ჰალოტანი, იზოფლურანი, დიეთილის ეთერი და მეტოქსიფლურანი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია