საერთაშორისო დასახელება:
CYTISINE
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება: ციტიზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ.
ციტიზინი .................... 1.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი II.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალკალოიდ ციტიზინს ახასიათებს M-ქოლინოლიზური მოქმედება. იგი ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს. იწვევს ადრენალინის გამოყოფას და არტერიული წნევის მატებას, ციტიზინის მოქმედების მექანიზმი და ეფექტი ჰგავს ნიკოტინისას, რაც იძლევა მოწევისთვის თანდათანობით თავის დანებების საშუალებას და ამასთანავე ხელს უშლის აბსტინენციის განვითარებას.
ჩვენებები:
- სიგარეტის მოწევის თავის დანებება;
- ქრონიკული ნიკოტინიზმი.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბექსი მიიღება პერორალურად შემდეგი სქემის მიხედვით:
• პირველი სამი დღის განმავლობაში თითო ტაბლეტი 6-ჯერ დღეში (ყოველ 2 საათში), მოწეული სიგარეტების რაოდენობის შემცირების პარალელურად. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, მკურნალობა წყდება. მკურნალობის განახლება შეიძლება 2-3 თვის შემდეგ, კარგი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
• მე-4-დან მე-12 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);
• მე-13-დან მე-16 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);
• მე-17-დან მე-20 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 5 ასაათში (3 ტაბლეტი დღეში);
• 21-დან 25 დღის ჩათვლით 1-2 ტაბლეტი დღეში.
მოწევის შეწყვეტა ხდება მკურნალობის დაწყებიდან მე-5 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
ტაბექსი კარგი ამტანობით ხასიათდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გემოვნების და მადის ცვლილება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუ, კანკალი, უძილობა, ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებადობა, კუნთების მკერდის და მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის მომატება), არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება, ქოშინი, წონაში კლება, ოფლიანობა. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა თავად ლაგდება მკურნალობის პროცესში.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
* გულის რიტმის მძიმე დარღვევა;
* ახლო წარსულში გადატანილი ცერებროვასკულური ინციდენტი;
* მძიმე ათეროსკლეროზი.
შედარებითი უკუჩვენება:
* შიზოფრენიის მძიმე ფორმა;
* თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული სიმსივნე;
* გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტაბექსის გამოყენება და ერთდროულად მოწევა აძლიერებს ნიკოტინის არასურველ ეფექტებს (ნიკოტინური ინტოქსიკაცია).
ტაბექსი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს გააჩნია სურვილი (სერიოზული გადაწყვეტილება) დაანებოს თავი მოწევას.
◄ არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ტაბექსის სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების მაღალი არტერიული წნევის, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ჰიპერთირეოდიზმის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის დაავადებების დიაბეტის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შემთხვევაში. ამ პაციენტებში ტაბექსის გამოყენება ხდება მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
◄ 18 წლამდე ასაკის და 65 წლის ასაკის ზევით პირებში ტაბექსი გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მიერ სარგებელის და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
◄ ტაბექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვლინდება ნიკოტინური ინტოქსიკაცია: გულისრევა, ღებინება, თვალის გუგების გაფართოება, საერთო სისუსტე, გულისცემის სიხშირის მომატება, კლონური კრუნჩხვა, სუნთქვის ცენტრის დამბლა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, წყალ-მარილოვანი ხსნარების და გლუკოზის ინტრავენური ინფუზია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სხვა სიმპტომატური საშუალებები. აუცილებელია სუნთქვის, არტერიული წნევის და პულსის მონიტორინგი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული ტაბექსის გამოყენება ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებებთან.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.