შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია :
ყოველი კაფსულა შეიცავს 0.15 გ სპიკის ლავანდის ზეთს.
დამხმარე საშუალებები:
ჟელატინი , გლიცერინი , ქინოლინი ყვითელი (E 104), ყვითელი - ნარინჯისფერი (E110), დიბუტილფტალატი , ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ფტალატი .
მოქმედების მექანიზმი:
ტავიპეკის კაფსულები შეიცავს მცენარეული წარმოშობის აქტიურ ნივთიერებას სპიკის ზეთს, რაც წარმოადგენს ლავანდის ესენციური ზეთს . ტავიპეკის კაფსულები ხასიათდება კარგი ამტანობით .
სპიკის ლავანდის ზეთი ხელს უწყობს განკურნების პროცესს რამდენიმე გზით .
მას გააჩნია შემდეგი ეფექტები :
- ტავიპეკი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება : წებოვანი ლორწო თხელდება და აქტიურად ხვდება პირის ღრუში , რაც აიოლებს ექსპექტორაციას . სპიკის ზეთი აჩქარებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას რესპირატორული ტრაქტის ლორწოვან გარსში , რაც უზრუნველყოფს თვითგაწმენდის პროცესის გაუმჯობესებას საჰაერო გზებში .
- იმუნოსტიმულაცია : ტავიპეკი აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დამცავ ძალებს ლეიკოციტების ( სისხლის თეთრი უჯრედები) გააქტიურების გზით .
- სპიკის ლავანდის ზეთი არის ანტიმიკრობული საშუალება ; იგი ახდენს სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების ( მათ შორის ტუბერკულოზის ბაქტერიების ) ზრდის ინჰიბირებას და უზრუნველყოფს გამომწვევი მიკრობებით გამოთავისუფლებული ტოქსიკური სუბსტანციების ინაქტივირებას .
ჩვენებები:
გამოიყენება , როგორც ამოსახველებელი საშუალება და დამხმარე პრეპარატი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შემდეგი მდგომარეობების დროს :
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება);
- ბრონქოექტაზია (ბრონქების დილატაცია);
- ლარინგობრონქიტი (ყელისა და ბრონქების ანთებითი დაავადება);
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (პულმონური ემფიზემა);
- მწეველის ხველა;
- სინუსიტი;
- ბრონქიტი ფილტვის ტუბერკულოზის დროს .
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .
ორსულობა და ლაქტაცია:
ტავიპეკის რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ დადგინდა , რომ არ არსებობს რისკი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში . არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ლავანდის ზეთი დედის რძეში .
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია .
სიფრთხილის ზომები:
იმ შემთხვევაში , თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები კვლავ სახეზეა ან მკურნალობას არ აქვს სასურველი შედეგი , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღემდე არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ .
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში 3- ჯერ .
ბავშვებში დოზის განსაზღრისათვის ჩატარებული გამოკვლევები არასაკმარისია .
ტავიპეკის კაფსულები მიიღება დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე .
ავადმყოფობის მიხედვით შესაძლებელია ტავიპეკის კაფსულების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში .
არასასურველი ეფექტები:
პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ცვლის მის ფუნქციებს . არასასურველი ეფექტები ყველა პაციენტში არ ვლინდება .
ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ხასიათის გულისრევა ინდივიდუალური მგრძნობელობისა და მიღებული რაოდენობის მიხედვით . გარდა ამისა , სუნთქვისას შესაძლებელია ესენციური ზეთის სუნის წარმოქმნა .
ტავიპეკის კაფსულების გამოყენებისას ისეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში , რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის პირობები :
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , ოთახის ტემპერატურაზე .
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე
ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის მოცულობა
30 რბილი გასტრორეზისტენტული კაფსულა (3 ბლისტერი 10 კაფსულით ).
მწარმოებელი : ფარმაცევტული ქარხანა ` მონტავიტ გეზ . მ . ბ . ჰ .` 6060 აბზამი, ტიროლი , ავსტრია .