საერთაშორისო დასახელება:

OXAZEPAM

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ოქსაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ოქსაზეპამი ............ 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) რეცეპტორების აქტივაციაზე, რასაც თან ახლავს გაემმიმეტური ეფექტები, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.

ჩვენებები:

  • შიშისა და შფოთვის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, გადაჭარბებული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა. ასევე დეპრესია. ფსიქოსომატური და ორგანული დაავადებები, რომელსაც თან ახლავს შიში;
  • ძილის მოშლა მომატებული შიშისა და შფოთვის ფონით და ნევროზი;
  • ალკოჰოლური აბსტინენცია.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი საჭიროებს ექიმისგან მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით მიღებას.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი დოზები:

შიშისა და შფოთვის მდგომარეობების დროს, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, აგზნებადობა და გაღიზიანებადობა 10-20 მგ 3-4-ჯერ დღეში.

შიშის მძიმე მდგომარეობებისა და შფოთვით მიმდინარე დეპრესიის დროს - 10-30 მგ 3-4-ჯერ დღეში. ძილის დარღვევისას - 10-20 მგ ძილის წინ 1 საათით ადრე.

ალკოჰოლური აბსტინენციისას - 10-30 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზაა 120 მგ-მდე დღე-ღამეში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 10 მგ-დან 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია თირკმლის  და ღვიძლის (კრეატინინის კლირენსი) უკმარისობის ხარისხზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას (მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 კვირაა თანდათანობით დოზის შემცირების დროის ჩათვლით).

თერაპიის გაგრძელების აუცილებლობისას ხელმეორედ შეფასების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 3-4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები:

გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;

* ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;

* მიასთენია;

* გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;.

* ცნობიერების დარღვევები.

* პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ არ შეიძლება პრეპარატის უეცრად მოხსნა. ყოველთვის აუცილებელია დოზის შემცირება ექიმის კონტროლით. ოქსაზეპამის უეცარი მოხსნა იწვევს ძილისა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებსაც.

♦ განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიმდინარე თერაპიის დროს. ამ შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო გამოხატულია.

♦ მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია