მწარმოებელი: GMP, საქართველო
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 3 და 10 ც.
1 კაფს.
პარაცეტამოლი .................................. | 500 მგ |
ქლორფენირამინის მალეატი ................. | 2 მგ |
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი .......... | 5 მგ |
ასკორბინის მჟავა .............................. | 30 მგ |
კოფეინი ......................................... | 30 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი - H1-ჰისტამინირეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების კაპილარების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.
ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.
კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.
ჩვენებები:
- გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცემინება, კუნთების ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა, ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.
გვერდით მოვლენები:
ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები:
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი ზემგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
♦ ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
- ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.