ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A01AD02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ოტორინოლარინგოლოგიაში)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
-3 მგ საწუწნი აბი ტაბლეტი №20
-0.15% 30მლ სპრეი ფლაკონში
-0,15% ხსნარი 120 მლ ფლაკონში
- 1 საწუწნ ტაბლეტზე:
აქტიური ინგრედიენტი - ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი - 3 მგ
შემავსებლები: იზომალტოზა, მენთოლი, ასპარტამი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, პიტნის დანამატი, ლიმონის დანამატი, ქინოლინის ყვითელი ( E 104), ინდიგოტინი ( E 132).
- დოზირებული 0.15 % სპრეის 100 მლ-ზე:
აქტიური ინგრედიენტი - ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს – 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, გაწმენდილი წყალი.
- ადგილობრივი გამოყენების ხსნარის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, ქინოლინის ყვითელი ( E 104), დაპატენტებული ცისფერი V (E-131), გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს. მიეკუთვნება ინდოზოლების ჯგუფს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტოგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებით ქსოვილებში.
ბენზიდამინი გამოიდევნება თირკმელებითა და კუჭნაწლავით.
ჩვენებები
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:
- გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის ჩათვლით);
- ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;
- კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კალკულოზური სანერწყვე ჯირკვლების ანთება.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- კბილების მკურნალობისა ან ამოღების შემდეგ;
- პაროდონტოზი;
ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია ტანტუმ ვერდეს გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
მიღების წესები და დოზები
საწუწნი აბები: 1 აბი 3-4 ჯერ/დღე-ღამეში. აბი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში მის სრულ დადნობამდე (მეტი ეფექტისათვის სასურველია მაქსიმალურად დიდხანს).
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი: გამოიყენება პრეპარატის 15 მლ (1 სუფრის კოვზი) ყელისა თუ პირისღრუს გამოსავლებად ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ ტკივილის მოხსნის მიზნით. გამოვლების შემდეგ ხსნარი უნდა გადმოაფურთხოთ.
დოზირებული სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0.15 %: მოზრდილებში და ასაკოვან ავადმყოფებში ინიშნება 4-8 დოზა (“შესხურვა”) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ. 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის - 4 დოზა, 6 წლამდე ბავშვებისათვის - 1 დოზა სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე (მაქსიმუმ - 4 დოზა) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
სპრეის გამოყენების მიზნით: მოიმარჯვეთ მოწყობილობა, შეიყვანეთ პირის ღრუში და დაუმიზნეთ ანთებულ არეს; დააჭირეთ თავსახურს (რომელიც აღნიშნულია ისრით).
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, ქსოვილების დაბუჟება და/ან წვის შეგრძნება პირის ღრუში.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი.
უკუჩვენება
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გაზრდილი მგრძნობიარობა;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები(ხსნარის მიღებისათვის);
- ფენილკეტონურია (აბების მიღებისათვის).
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია პრეპარატის ხსნარის, სპრეის სახით გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციისას (ძუძუთი კვების). დანარჩენ შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან
განსაკუთრებული მითითებები
თუ ხსნარის მიღებისას აღინიშნება წვის შეგრძნება, საჭიროა წინასწარ მისი წყლის ორმაგი რაოდენობით გაზავება. მოერიდეთ სპრეის თვალში მოხვედრას.
ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
პრეპარატის გარეგანი გამოყენება არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე ან სხვა სახის საქმიანობაზე, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას.
ჭარბი დოზირება
ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატ ტანტუმ ვერდეს დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი პრეპარატ ტანტუმ ვერდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან.
შენახვის პირობები და ვადები
საწუწნი აბები - ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი - ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
დგილობრივი გამოყენების დოზირებული სპრეი - ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
საწუწნი ტაბლეტები - 4 წელი;
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი - 4 წელი;
დოზირებული სპრეი 0.15% ადგილობრივი გამოყენებისათვის - 4 წელი;
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco
იტალია