საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება)
benzydamine hydrochloride

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გინეკოლოგიაში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
500 მგ ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები პაკეტი №10

ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელ ერთ პაკეტზე:
აქტიური ნივთიერება - ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0,500 გ;
შემავსებლები: ტრიმეთილაცეტილამონიუმ-პ-ტოლუენსულფონატი - 0,1 გ,
პოვიდონი - 0,044 გ, ნატრიუმ ქლორიდი - 8,8 გ

აღწერა:
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი – ერთგვაროვანი თეთრი გრანულები დაგროვებებისა და უცხო სხეულების გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს. ბენზიდამინს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეტიკური მოქმედება, ასევე ახასიათებს ჰისტოპროტექტორული აქტივობა. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ბენზიდამინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლის ხარჯზე უჯრედების სტრუქტურის მომდევნო დაზიანებით, მეტაბოლური პროცესების და უჯრედის ლიზისის დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ და სწრაფად აღწევს ანთებულ ქსოვილებში. პრეპარატის ექსკრეცია ძირითადად ხდება მეტაბოლიტების ან კონიუგაციის პროდუქტების სახით თირკმელებისა და ნაწლავების გავლით.

ჩვენებები

• ბაქტერიული ვაგინოზი;
• სპეციფიური ვულვოვაგინიტები (კომპლექსურ თერაპიაში);
• არასპეციფიური ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები ნებისმიერი ეტიოლოგიის, ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით;
• ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა;
• მშობიარობის შემდგომ პერიოდში როგორც ჰიგიენური საშუალება.

მიღების წესები და დოზები
ინტერვაგინალური.
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: ერთი პაკეტი უნდა გაიხსნას 500 მლ წყალში.
ბაქტერიული ვაგინოზისას: უნდა მოხდეს შესხურება დღეში 1-2-ჯერ 7-10 დღის განმავლობაში; არასპეციფიური ვულვოვაგინიტების და ნებისმიერი ეტიოლოგიის ცერვიკოვაგინიტების შემთხვევაში, ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის ფონზე ხელმეორედ განვითარებულების ჩათვლით, სპეციფიური ვულვოვაგინიტების: კომპლექსური თერაპიით 2-ჯერ დღეში, არაუმცირეს 10 დღის განმავლობაში;
ოპერაციულ გინეკოლოგიაში ოპერაციამდე/ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში: როგორც ჰიგიენური საშუალების გამოყენების შემთხვევაში დღეში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ტანტუმ როზას გამოყენებისას რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
• პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
• ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილით:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა. ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ არ არის გაუმჯობესება – მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის (ბავშვის ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ტანტუმ როზას მიღება რეკომენდირებულია კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

ავტომანქანისა და სხვა მექნიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე, ან სხვა პოტენციურად საშიშ მოქმედებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკური თვალსაზრისით ბენზიდამინის მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა წამლებთან არ აღინიშნება

შენახვის პირობები და ვადები
სია ბ
ვაგინალური ხსნარი: ტემპერატურა არა უმეტეს25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი: ტემპერატურა არა უმეტეს 25ºC, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი – 5 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ანჟელინი ფრანჩესკო ს.პ.ა.
იტალია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია