ტერაფლექსი
(THERAFLEX)

სავაჭრო დასახელება
ტერაფლექსი

წამლის ფორმა:

კაფსულები

აღწერილობა:

გამჭვირვალე, ჟელატინის მყარი კაფსულები, ზომა N00, შევსებული თეთრი, უმნიშვნელო ჩრდილებიანი ან ღია – ბეჟი ფხვნილით.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები: გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 500მგ,
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი 400მგ.
არააქტიური ინგრედიენტები: ჟელატინი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქონდროიტინის სულფატი ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის და პრეგლიკანების სინთეზს, მონაწილეობს  კოლაგენური ბოჭკოების შენებაში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციაში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისგან, აუმჯობესებს სახსრების კვებას და მოძრაობას.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ააქტიურებს პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანების, ჰიალურონის და ქონდროიტინგოგირდმჟავის, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ  მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის. ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს, ახდენს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას.
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი და გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ხელს უწყობენ ტკივილის სინდრომის გამოხატულების შემცირებას, სახსრის ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატის და გლუკოზამინის ჰიდროქლორიდის კომბინაცია უზრუნველყოფს უფრო გამოხატულ და უფრო პროლონგირებულ კლინიკურ ეფექტს.

ჩვენება:
პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია; მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად); ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილთათვის, აგრეთვე, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის, კომპლექსურ მკურნალობაში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების  დროს, რომელთაც თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში პირველი სამი კვირის განმავლობაში მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში-ღამეში, მომდევნო დღეებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში-ღამეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.

გვერდითი მოვლენები:
ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. ტერაფლექსის მიღების ფონზე მცირდება მოთხოვნილება არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებზე.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
კაფსულები 30, 60, 120 ცალი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის რეჟიმი
ურეცეპტოდ

მწარმოებელი

საგმელ ინკ.,
1580 საუს მილუოკი ავენიუ, 415, ლიბერტვილ, ილლინოისი 60048, აშშ
კონტრაკტ ფარმაკალ კორპ., აშშ
135 ადამს ავენიუ, ხოპოგ. ნიუ-იორკი 11788, აშშ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია