საერთაშორისო დასახელება:
PENTOXIFYLLINE
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS
მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 20 და 60 ც.
1 დრაჟე
პენტოქსიფილინი ............. 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრენტალი წარმოადგენს მეთილქსანტინის წარმოებულს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებასთან. და ცამფ-ის დაგროვებასთან სისხლძარღვთა გლუვი კუნთების, სისხლის ფორმიანი ელემენტების და ორგანიზმის სხვა ქსოვილების უჯრედებში.
ტრენტალი თრგუნავს თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მათ ელასტიურ თვისებებს, აქვეითებს პლაზმაში ფიბრინოგენის მომატებულ კონცენტრაციას და აძლიერებს ფიბრინოლიზს, რაც იწვევს სისხლის სიბლანტის შემცირებას და მისი რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, პრეპარატს გააჩნია სუსტი მიოტროპული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება, რითიც ამცირებს მათ პერიფერიულ წინააღმდეგობას და გააჩნია დადებითი ინოტროპული ეფექტი. მისი გამოყენებისას უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ქსოვილთა მომარაგება ჟანგბადით, უპირატესად - ცნს-სა და ქვემო კიდურებში, ნაკლებად - თირკმელებში. პრეპარატი უმნიშვნელოდ აფართოვებს კორონარულ სისხლძარღვებს.
ფარმაკოკინეტიკა:
ტრენტალი მთლიანად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი გამონთავისუფლება ხორციელდება ნელა, 10-12 საათის განმავლობაში. პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 12 საათის შემდეგ.
ტრენტალის პირველადი მეტაბოლიზმი („პირველი გავლის“ ეფექტი წარმოებს ღვიძლში. უცვლელი ნივთიერების ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 19%-ს. ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი 1-(5-ჰიდროქსილჰექსილ)-3.7-დიმეთილქსანტინი (მეტაბოლიტი 1) პლაზმაში იდენტიფიცირდება უცვლელი ნივთიერების კონცენტრაციაზე 2-ჯერ მეტი რაოდენობით და მასთან იმყოფება შექცევადი ბიოქიმიური წონასწორობის მდგომარეობაში. ამის გამო პენტოქსიფილინი და მისი მეტაბოლიტი განიხილება როგორც ერთი მთლიანი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობა არსებითად უფრო მაღალია.
ტრენტალის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.6 სთ-ს.
ტრენტალი მთლიანად მეტაბოლიზდება და 90%-ზე მეტი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არაკონიუგირებულ, წყალში ხსნადი პოლარული მეტაბოლიტების სახით. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით მეტაბოლიტების ექსკრეცია დაქვეითებულია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და მატულობს მისი ბიოშეღწევადობა.
ჩვენებები:
- ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია;
- იშემიური ცერებრალური ინსულტი;
- დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
- ათეროსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტით, ანთებით გამოწვეული პერიფერიული სისხლმიმოქცევის მხრივ დარღვევები;
- არტერიების, ვენების დაზიანებით გამოწვეული ქსოვილთა ტროფიკული მოშლილობები; მაობლიტირებელი ენდარტერიტი;
- ანგიონეიროპათიები (რეინოს დაავადება);
- თვალის სისხლმიმოქცევის დარღვევა;
- შიგნითა ყურის სისხლმიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სიყრუე.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება 400 მგ 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
- გულისრევა, ღებინება, დიარეა.
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანზე ალერგიული გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება. იშვიათად - სისხლდენა კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
უკუჩვენებები:
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
* მასიური სისხლდენა;
* სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
* თვალის ბადურაში მასიური სისხლჩაქცევა;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ორსულობის პერიოდი;
ორსულობა და ლაქტაცია:
! წინააღმდეგნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტრენტალი სიფრთხილით ინიშნება ცერებრალური და კორონალური სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში არტერიული ჰიპერტონიითა და გულის რითმის დარღვევით, ვინაიდან პრეპარატმა ამ დროს შესაძლო გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტონია, სტენოკარდიის და არითმიის შეტევები.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას წყლულოვანი ანამნეზის მქონე პაციენტებში და ოპერაციის შემდგომი სისხლდენის მოსალოდნელი საშიშროების გამო.
◄ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა სისხლმიმოქცევის კომპენსირება.
◄ ლაბილური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში დოზას თანდათანობით ზრდიან.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება შემდგომში - ტემპერატურის მომატება, აგზნება, ცნობიერების დარღვევა, არეფლექსია, კლონურ-ტონური კრუნჩხვები და ღებინება ყავისნალექის მაგვარი მასით.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტრენტალი იწვევს ჰეპარინის, ფიბრინოლიზური პრეპარატების, ანტიჰიპერტენზული, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების პოტენცირებას (ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.