საერთაშორისო დასახელება:

HYDROCHLOROTHIAZIDE; TRIAMTERENE

მწარმოებელი: AWD, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ტრიამტერენი+ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ტრიამტერენი ............................   2.5 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი .........     12.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოლივიდონ K25, სილიციუმის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, სახამებელი, გლიკოლის მჟავას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის აქტივობა განპირობებულია მასში შემავალი კალიუმშემნახველი შარდმდენის - ტრიამტერენის და თიაზიდური დიურეზული საშუალების - ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული მოქმედებით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებით გამოწვეული შეშუპებები, განსაკუთრებით ორგანიზმის მიერ კალიუმის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით;
  • პრეპარატს იყენებენ საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში გულის უკმარისობის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო ხდება ორგანიზმიდან სითხის დამატებითი გამოდევნა და კალიუმის გამოყოფის შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია.

50 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში პრეპარატის დოზირების ძირითადი სქემა:

შეშუპებები:

მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 4 ტაბლეტი დღეში (2 დილას და 2 შუადღეს), ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის დაწყებამდე. შემდგომი დოზები დამოკიდებულია ორგანიზმის დეჰიდრატაციის ხარისხზე. პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბ. დღეში, რომელსაც იღებენ ყოველდღე დილას, ან 2 ტაბ. ყოველ მეორე დღეს (1 ტაბ. დილას და შუადღეს). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული შემანარჩუნებელი დოზის მომატება 4 ტაბლეტამდე დღეში (2 ტაბ. დილას და 2 შუადღეს).

ჰიპერტონული დაავადებები:

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 ტაბ. დილას და 2 ტაბ. შუადღეს. დამატებით სხვა ჰიპოტენზური პრეპარატების გამოყენებისას, ან ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების დროს საკმარისია პრეპარატის 2 ტაბ. დღეში (1 ტაბ. დილას და შუადღეს).

საგულე გლიკოზიდებით გულის უკმარისობის თანმხლები მკურნალობა:

პრეპარატის დოზა დამოკიდებული ავადმყოფის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ძირითადად ავადმყოფებს ენიშნებათ 2 ტაბ. დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში - 4 ტაბ. დღეში (1 ტაბ. ან მაქსიმალურად 2 ტაბ. დილას და შუადღეს).

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს (შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 1.5-1.8 მგ/დლ, ან კრეატინინის კლირენსი 50-30 მლ/წთ-ში) სადღეღამისო დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 1 ტაბ.-ს ნებადართული არ არის.

ტაბლეტების მიღება ხდება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელი საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

პრერატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი სწრაფად მიღება, მაგრამ არა საღამოს სთ-ებში, რადგან ამ დროს ძლიერდება მოშარდვის სურვილი. შემდგომში პრეპარატის მიღება ხორციელდება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

პრეპარატის მიღების დამოუკიდებლად შეწყვეტა არ არის მიზანშეწონილი, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების სიმპტომების კვლავ მანიფესტირება.

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების შემდეგ მისი სწრაფად მოხსნა ნებადართული არ არის. მკურნალობის დასრულება მიზანშეწონილია პრეპარატის  დოზის თანდათანობითი შემცირებით.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეული გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლებელია ცნს-ის მხრივ სიმპტომების განვითარება (არაკოორდინირებული მოძრაობა, ძილიანობა), პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება;

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ გართულებები, ჭვალის მსგავსი ტკივილები მუცლის არეში, ყაბზობა (აუცილებელ შემთხვევებში ნაწლავის სანათურის დახშობით);

კუნთების რიგიდობა, კუნთების მოდუნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები, გადაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ნევროზი, ტაქიკარდია, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა.

მკურნალობის დასაწყისში ზოგჯერ დროებით იზრდება სისხლში აზოტშემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია (შარდოვანა, კრეატინინი).

პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებისას შესაძლებელია ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა, ძირითადად ნატრიუმის, მაგნიუმის და ქლორიდების რაოდენობის შემცირიებით სისხლში, აგრეთვე კალიუმის შემცველობის მომატებით ან შემცირებით.

ზოგჯერ ადგილი აქვს სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატებას რომლის შედეგადაც შესაძლებელია პოდაგრის შეტევების პროვოცირება, განსაკუთრებით დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ პაციენტებში.

მგრძნობიარე ავადმყოფებში, მიღებული პრეპარატის საერთო დოზის მიხედვით შესაძლებელია სისხლში ლიპიდების შემცველობის მომატება.

სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატების გამო შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის ლატენტური, ან უკვე არსებული ფორმის გამწვავება.

ზოგჯერ პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას და მეტაბოლური აციდოზის განვითარებას.

სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის და ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირების გამო პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას და/ან შარდის მასიური გამოყოფის დროს, შესაძლებელია სისხლძარღვების თრომბოზების და ემბოლიების განვითარება, იშვიათ შემთხვევებში - კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, კოლაფსი და თირკმელების მწვავე უკმარისობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია მხედველობის დარღვევა, არსებული ახლომხედველის გაუარესება, ან საცრემლე სითხის რაოდენობის შემცირება (რაც გათვალისწინებული უნდა იქნას კონტაქტური ლინზების ტარების დროს).

ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის და ნაღვლის ბუშტის ანთება. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კანის, ლორწოვანი გარსის და სკლერების გაყვითლება. გარდა ამისა, იშვიათად ადგილი აქვს საშარდე გზებში კონკრემენტების წარმოქმნას.

იშვიათად - კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: კანის ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, წითელი მგლურა (კანის ერითემატოზი), ფოტოალერგიული ეგზანთემა და წამლისმიერი ცხელება.

ცალკეული გვერდითი მოვლენები: პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები: ერითროციტების ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (აპლასტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, აგრანულოციტოზი, ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მეგალობლასტური ანემია), ჰემოლიზი - სისხლში აუტანტისხეულების წარმოქმნა ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ მეთილდოფასთან მისი კომბინაციის დროს, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები), სისხლძარღვების მწვავე ანთებები და თირკმელების ქსოვილის არაბაქტერიული ანთება (ასეპტიური და ინტერსტიციული ნეფრიტი).

ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია უეცრად განვითარებული ფილტვების შეშუპება შოკის სიმპტომებით, რომლის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭირო ხდება ტრიამპურის ახალი დოზის შერჩევა, ან სხვა სამკურნალო საშუალების დანიშვნა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის, მისი შემადგენელი კომპონენტების ან სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა, ანურია, თირკმელების მწვავე ანთება (მწვავე გლომერულონეფრიტი);

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (პრეკომა და ღვიძლის კომა);

* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (სისხლის პლაზმაში კალიუმის ან კალციუმის შემცველობის მომატება, პლაზმაში ნატრიუმის ძალიან დაბალი მაჩვენებლები), ან ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია).

ორსულობა და ლაქტაცია:

! ტრიამპურ კომპოზიტუმის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.

! სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

ტრიამპურის გამოყენება წარმოებს განსაკუთრებული სიფრთხილით. პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტისა და შესაძლო უარყოფითი მოქმედებით გამოწვეული პოტენციური რისკის შეფასება.

◄ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, თირკმელების კონკრემენტების, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის და აგრეთვე ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტის დროს (მაგ. ალკოჰოლის ქრონიკულად გამოყენების შედეგად განვითარებული ღვიძლის ციროზი), აუცილებელია აღნიშნული ავადმყოფების მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.

◄ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია სისხლში გარკვეული ლაბორატორიული პარამეტრების პერიოდული  კონტროლი (ნარჩენი აზოტის, ელექტროლიტების კონცენტრაციის, განსაკუთრებით კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდების, გლუკოზის და შარდმჟავას მაჩვენებლების).

◄  ხანდაზმულ ავადმყოფებში საგულე გლიკოზიდებით, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონებით (გლუკოკორტიკოიდები, მაგ. ბეტამეთაზონი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლოლი) ან საფაღარათო საშუალებებით ერთდროულად მკურნალობის ჩატარების დროს საჭიროა სისხლში კალიუმის, კრეატინინის და გლუკოზის კონცენტრაციის შედარებით ხშირად განსაზღვრა.

◄ ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტზე ეჭვის დროს (მაგ. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის დროს), საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

◄ პარათირეოდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ და არანაკლებ 3 დღით ადრე შაქრით დატვირთვის სინჯის ჩატარებამდე საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ცრუ მაჩვენებლის მიღება.

◄ ტრიამპურით მკურნალობის დროს საჭიროა ავადმყოფების სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან, ამ დროს ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის რეაქციები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და იმ პირებზე, რომელთაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა დანადგარებთან. აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით ძლიერადაა გამოხატული მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატის დოზის გაზრდის და ერთი პრეპარატის მეორეთი შეცვლის, აგრეთვე ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს.

◄ პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია საცრემლე სითხის შემცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას კონტაქტური ლინზების ტარების დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ხშირი მოშარდვის შეგრძნება, საერთო სისუსტე, გადაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, ზემო და ქვემო კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა და კრუნჩხვები.

მკურნალობა: სიმპტომურია. ხელოვნური პირღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ტრიამპურ კომპოზიტუმის კომბინაციით სხვა ჰიპოტენზიურ, შარდმდენ, სისხლძარღვთა გამაფართოვებელ, საძილე (მაგ. ბარბიტურატები), ცნს-ის ფუნქციის დამთრგუნველ (ფენოთიაზინები) პრეპარატებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ძლიერდება პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება.

- ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორების დამატებით გამოყენებისას, მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტირევმატიული პრეპარატები მაგ. სალიცილატები, ინდომეტაცინი, ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის აქტიური ნივთიერების ჰიპონტეზიურ და შარდმდენ ეფექტს. ტრიამპურისა და ინდომეტაცინის კომბინაცია უარყოფითად მოქმედებს თირკმელების ფუნქციაზე (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).

- ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (ჰიპოლიპიდემიური საშუალებები) ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, რაც იწვევს მისი მოქმედების შესუსტებას და სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატებას.

- იშვიათად ტრიამპურ კომპოზიტუმისა და მეთილდოპას ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია ჰემოპოეზის დარღვევა (ჰემოლიზი - სისხლში ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ აუტოანტისხეულების წარმოქმნის შედეგად).

- სისხლში კალიუმის შედარებით მაღალი შემცველობა შესაძლებელია კალიუმის მარილების მიღების, კალიუმის შემნახველი პრეპარატებით, ან გარკვეული ჰიპოტენზიური საშუალებებით  (აგფ ინჰიბიტორები) მკურნალობის დროს, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები) ან საფაღარათო საშუალებების (მათი ხშირი გამოყენების დროს) კომბინაციით შესაძლებელია სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება.

გარდა ამისა, ტრიამპურ კომპოზიტუმის სხვა პრეპარატებთან კომბინაციით შესაძლებელია შემდეგი ეფექტების განვითარება:

- შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების, აგრეთე იმ მედიკამენტების მოქმედების შესუსტება, რომლებიც შეიცავენ ნორადრენალინსა და ადრენალინს;

- ლითიუმის პრეპარატების მაღალი დოზებით გამოყენების შედეგად გამოწვეული ლითიუმის გვერდითი ეფექტების გაძლიერება;

- სალიცილატების მაღალი დოზებით გამოყენების შედეგად, ცნს-ზე განვითარებული გვერდითი მოვლენების გაძლიერება;

- მიორელაქსანტების მოქმედების გაძლიერება;

- საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაძლიერება ორგანიზმში,  კალიუმის და/ან მაგნიუმის დეფიციტის დროს.;

- ქინიდინის პრეპარატებით ერთდროულად მკურნალობის დროს ქინიდინის გამოყოფის შემცირება ორგანიზმიდან;

- ძვლის ტვინზე მოქმედ ციტოსტატურ პრეპარატებთან, ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება მათი მოქმედების გაძლიერება;

- სქესობრივი პოტენციის დარღვევა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ტრიამპურის ერთდროულად გამოყენების დროს;

- პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს აძლიერებს ალკოჰოლი, რის გამოც მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია