საერთაშორისო დასახელება:

PYGEUM AFRRICANUM

მწარმოებელი: LEK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება; უროდინამიკის კორექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

აფრიკული ქლიავის ქერქის მშრალი ექსტრაქტი .....   25 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

საშუალება, რომელიც აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას. ახდენს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედება განისაზღვრება ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული გავლენით, b – FGF (ფიბრობლასტების ძირითადი ზრდის ფაქტორი) სტიმულირებით.

იცავს (არიდებს) და ამცირებს შარდის გამოყოფის ფუნქციონალურ მოშლილობას – დიზურია, ნიკტურია, პოლაკიურია წინამდებარე ჯირკვლის დაავადებისას. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ანთებით რეაქციას და უზრუნველყოფს მისი სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებას; ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, დიზურია, ადენოექტომიისა და პროსტატექტომიის შემდეგი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად, ჭამის წინ 100მგ/დღ, ერთჯერადად ან 50მგ 2–ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს – 4–6 კვირას.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), ტესტიკულების ტკივილი, გინეკომასტია.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს საჭიროა წინამდებარე ჯირკვალზე სისტემატური კონტროლი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია