საერთაშორისო დასახელება:

TRIBESTANE    

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიბესტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადმატონიზირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიბესტანი (შეიცავს არანაკლებ 112.5 მგ ფუროსტანულ საპონინს) ........ 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ჩვენებები:

  • ზოგადმატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთების დროს;
  • ზოგადმატონიზირებელი საშუალება მძიმე დაავადებების შემდეგ გამოჯანსაღებისა და ძალების აღდგენის დასაჩქარებლად;

მამაკაცებში:

  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა (სქესობრივი სისუსტე, ოლიგოასთენოზოოსპერმია, აზოოსპერმია, დაქვეითებული ლიბიდო, ერექციის ძალის და ხანგრძლივობის დაქვეითება);

ქალებში:

  • ფრიგიდულობა;
  • ენდოკრინული უნაყოფობა;
  • კლიმაქტერული სინდრომი;

დისლიპოპროტენიემია:

  • მომატებული ქოლესტერინი;
  • მომატებული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობაზე.

როგორც მატონიზირებელი საშუალება გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობის სიმძიმითა და თავისებურებით. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა ერექტული დისფუნქციის დროს არანაკლებ 40-50 დღე, უნაყოფობის დროს - 70-90 დღე.

ქალებშიც მკურნალობა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება მენსტრუალური ციკლის 1-დან 12 დღის ჩათვლით.

პოსტმენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა გრძელდება 60-90 დღე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზა მცირდება 2 ტაბლეტამდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზის მიღება გრძელდება 50-60 დღის განმავლობაში.

დისლიპოპროტეინემიის დროს ტრიბესტანი გამოიყენება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.

ტრიბესტანის უწყვეტად გამოყენება დოზით ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:

* 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ტრიბესტანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული. ორსულობის დადგენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალების მკურნალობის დროს, სამკურნალო დოზიდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირების ან შეწყვეტის პირობებში შესაძლებელი კლიმაქტერული სიმპტომოკომპლექსის მეორადი გამოვლენა.

◄ ტრიბესტანი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების დროს საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება და კუჭის ამორეცხვა. მომატებული ნერვული აგზნებადობის სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში გამოიყენება დიაზეპამი ინტრავენურად 5-10 მგ-ის ოდენობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ტრიბესტანი ეფექტურია პროჰორმონებთან, ანტიოქსიდანტებთან და ვიტამინებთან ურთიერთქმედების დროს - ვლინდება სინერგიზმი.

- დასაშვებია ერთდროულად ანაბოლურ საშუალებებთან ერთად გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია