შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები:
პარაცეტამოლი ……………………………………………...........… 500 მგ
დიციკლოვერინის ( დიციკლომინი ) ჰიდროქლორიდი … 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები :
სახამებელი ნატრიუმის გლიკოლატი , სიმინდის სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , პოვიდონი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ( აეროსილი ), მაგნიუმის სტეარატი .
აღწერა:
გარსით დაფარული, თეთრი ფერის, მრგვალი, ტაბლეტები წაკვეთილი კუთხეებით, ერთ მხარეს ნაპრალით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანალგეზური საშუალება ( არანარკოტიკული ანალგეზური საშუალება + სპაზმოლიზური საშუალება ).
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა;
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ პარაცეტამოლს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი , სიცხის დამწევი და მცირე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება . მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა -1- ის ზომიერ და უფრო ნაკლები ხარისხით ციკლოოქსიგენაზა -2- ის დათრგუნვასთან პერიფერიულ ქსოვილებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში , რის შედეგადაც ფერხდება ტკივილის შეგრძნების , თერმორეგულაციისა და ანთებითი რეაქციების მოდულატორი პროსტაგლანდინების ბიოსინთეზი .
მეორე კომპონენტი - დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი , მესამეული ამინი ხასიათდება შედარებით სუსტი არასელექტიური მ - ქოლინომაბლოკირებელი და პირდაპირი მიოტროპული სპაზმოლიზური მოქმედებით შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე . თერაპიულ დოზებში იწვევს გლუვი კუნთების ეფექტურ მოდუნებას და არ ახლავს ატროპინისთვის დამახასიათებელი
გვერდითი ეფექტები:
ტრიგან - დ - ს ამ ორი კომპონენტის კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მოდუნებას და ტკივილის გრძნობის შესუსტებას .
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წუთის შემდეგ . განაწილების მოცულობა 3,65 ლ / კგ . პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით , რომელთაგან ერთმა - N- აცეტილ - ბენზოქონიმინმა გარკვულ პირობებში ( პრეპარატის ჭარბი დოზირება , ღვიძლში გლუტათიონის დეფიციტი ) შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე . პრეპარატის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით , მცირე რაოდენობა ფეკალურ მასებთან ერთად .
მიღების ჩვენება:
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ნაწლავის კოლიკა, ღვიძლისა და თირკმლის კოლიკა, ალიგოდისმენორეა; თავის, კბილის, შაკიკისმიერი ტკივილი, ნევრალგია, მიალგია ;
ცხელებით მიმდინარე ინფექციურ - ანთებითი დაავადებები .
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლისა და დიციკლომინის მიმართ , ნაწლავის , ნაღველ - და შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციული დაავადებები , კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ( გამწვავების ფაზა ), რეფლუქს - ეზოფაგიტი , ჰიპოვოლემიური შოკი , მიასთენია გრავის, ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი , ბავშვთა ასაკი (15 წლამდე ).
სიფრთხილე
სიფრთხილეა საჭირო თირკმლისა და ღვიძლის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში, გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური უკმარისობის, სისხლის დაავადებების, გლაუკომის, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის ( მათ შორის ჟილბერის სინდრომი ), ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების, ალკოჰოლიზმის, და ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში .
გამოყენების მეთოდი და დოზები:
მიიღება შიგნით , მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში 2-3 ჯერ . მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 2 ტაბლეტი , დღე - ღამური - 4 ტაბლეტი . პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დასაშვებია 5 დღის განმავლობაში თუ იგი დანიშნულია ტკივილის შესამცირებლად და 3 დღის განმავლობაში თუ იგი დანიშნულია სიცხის დასაწევად .
პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი .
არ შეიძლება დღე - ღამური დოზის გადაჭარბება ; მისი გაზრდა ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა .
გვერდითი მოქმედება:
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : პირის სიმშრალე , გემოვნების შეგრძნების დაკარგვა , მადის დაქვეითება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , ყაბზობა , ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა , როგორც წესი , სიყვითლის განვითარების გარეშე , ჰეპატონეკროზი ( დოზადამოკიდებული ეფექტი ).
ალერგიული რეაქციები : კანის გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება , მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა ( მათ შორის სტივენს - ჯონსის სინდრომი ), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი ( ლაიელის სინდრომი ).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : ( ჩვეულებრივ ვითარდება დიდი დოზების მიღებისას ): ძილიანობა , თავბრუსხვევა , ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა .
ენდოკრინული სისტემის მხრივ : ჰიპოგლიკემია , ჰიპოგლიკემიურ კომამდე .
სისხლწარმომქნელი ორგანოების მხრივ : ანემია , მეთჰემოგლობინემია
( ციანოზი , ქოშინი , ტკივილი გულის არეში ), ჰემოლიზური ანემია
( განსაკუთრებით გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის პირობებში ).
შარდ - სასქესო სისტემის მხრივ : პიურია , შარდის შეკავება , ინტერსტიციული ნეფრიტი , პაპილარული ნეკროზი .
მხედველობის ორგანოების მხრივ : მიდრიაზი , მხედველობით აღქმის სიმკვეთრის დაქვეითება , აკომოდაციის დამბლა , თვალშიდა წნევის მომატება.
პოტენციის დაქვეითება .
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები : ტაქიკარდია , ტაქიპნოე , ცხელება , აგზნება , კრუნჩხვები , ეპიგასტრალური ტკივილები, მადის დაქვეითება, ანემია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია, ნეფროტოქსიურობა ( პაპილარული ნეკროზი ), ჰეპატონეკროზი.
მკურნალობა : საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა , კუჭის ამორეცხვა . ადსორბენტების დანიშვნა , ისეთი საშუალებების შეყვანა , რომლებიც აძლიერებს გლუტათიონის წარმოქმნას ( აცეტილცისტეინი შიგნით ) და აძლიერებს კონიუგაციის რეაქციებს ( მეთიონინი შიგნით ).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დიციკლოვერინის მოქმედებას აძლიერებს : ამანტადინი , 1 კლასის ანტიარითმული საშუალებები , ანტიფსიქოზური საშუალებები , ბენზოდიაზეპინები , მაო - ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ანალგეტიკები , ნიტრიტები და ნიტრატები , სიმპათომიმეტური საშუალებები , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები .
დიციკლოვერინი ზრდის სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციას ( კუჭის დაცლის შენელების შედეგად ).
ღვიძლში მიკროსომული დაჟანგვის სტიმულატორები ( ფენიტოინი , ეთანოლი , ბარბიტურატები , რიფამპიცინი , ფენილბუტაზონი , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ) ზრდის ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას , რაც პარაცეტამოლის დოზის მცირედ გადაჭარბების შემხვევაში განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობას . ადრენოსტიმულატორები და ასევე , ანტიქოლინერგული მოქმედების სხვა პრეპარატები ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს . მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები ( ციმეტიდინი ) ამცირებს ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს . ამცირებს ურიკოზური პრეპარატების ეფექტურობას.
პარაცეტამოლი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით მიღება საჭიროა ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში , სხვა ანთებისსაწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად , ასევე , ანტიკოაგულანტებსა დ იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას , რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მეტოკლოპრამიდის , დომპერიდონის ან ქოლესტირამინის მიღებისას , ასევე , აუცილებელია ექიმის კონსულტაცია .
პარაცეტამოლი ცვლის ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლებს პლაზმაში შარდის მჟავისა და გლუკოზის რაოდენობრივი განსაზღვრისას .
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად , პარაცეტამოლის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად , ასევე მისი მიღება სასურველი არ არის იმ პირებისთვის , რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ . ღვიძლის დაზიანების რისკი მატულობს ალკოჰოლური ჰეპატოზით დაავადებულ პირებში .
პრეპარატის მიღებისას , პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან , რომლებიც კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს ( სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვ ).
მკურნალობისას , აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი .
გამოშვების ფორმა:
პვქ / ალუმინის ბლისტერი ან ალუმინის სტრიპი , თითოეული შეიცავს 10 ტაბლეტს . კოლოფში 2 ბლისტერი ან 10 სტრიპი , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ , სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .
ვარგისობის ვადა:
3 წელი . გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე .
მწარმოებელი:
შპს " კადილა ფარმაცევტიკალს ", ინდოეთი