ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიპირეტული , ანალგეზიური საშუალება
ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
პროპიფენაზონი ……………. 150 მგ;
პარაცეტამოლი …………….. 250 მგ;
კოფეინი ( უწყლო ) …………. 30მგ
ჩვენება :
- თავის ტკივილი , შაკიკი;
- კბილის ტკივილი;
- ნევრალგია;
- დისმენორეა;
- სხეულის მომატებული ტემპერატურა.
მიღების წესი და დოზირება :
მოზრდილებში თითო ტაბლეტი 1-4- ჯერ დღეში , ყოველ 4-6 საათში . ტაბლეტები მიიღება სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად , სასურველია ჭამის შემდეგ .
6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში 1/2 ტაბლეტი 1-4- ჯერ დღეში . ექიმის დანიშნულების გარეშე კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს .
უკუჩვენება:
* 6 წლამდე ასაკის ბავშვები ;
* გლაუკომა ;
* თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ;
* ანემია გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ;
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ;
* ბრონქული ასთმა ;
* პოდაგრა ;
* ჰემორაგიული დიათეზი ;
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .
განსაკუთრებული მითითებანი :
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ავადმყოფებში . არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას . მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება . მკურნალობის პროცესში შესაძლებელია მოძრაობითი რეაქციის შეზღუდვა .
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია გულისრევა , ღებინება , თავბრუსხვევა , მომატებული სისხლდენა , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანება , კანის ალერგიული რეაქციები .
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .
4 წელი . დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
შეფუთვა: ბლისტერზე 10 ტაბლეტი , შეფუთვაში №100
გაიცემა ურეცეპტოდ .
მწარმოებელი : Ajanta Pharma Limited , B-4-5-6, MIDC Industrial Area, Paithan, Aurangabad-431128, Maharashtra, India