საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; LEVONORGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული კონტრაცეპტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული სხვადასხვა ფერის ტაბლეტები: შეფუთვაში 3X21 ც., მათ შორის:

მუქი ყვითელი - 6 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი .....  0.03 მგ

ლევონოროგესტრელი ...... 0.05 მგ

ვარდისფერი - 5 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი ......  0.04 მგ

ლევონორგესტრელი ........  0.075 მგ

თეთრი ფერის - 10 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი  .....  0.03 მგ

ლევონორგესტრელი ........  0.125 მგ

ჩვენებები:

ტრი-რეგოლი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას, იგი იწვეეს ოვულაციის დათრგუნვას და ხელს უშლის განაყოფიერების პროცესს.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების გულდასმით ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, ოჯახური ანამნეზის შესწავლა).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის გამოყენება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს 1 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტის 21 დღის განმავლობაში ყოველდღიური მიღებით. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის, ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

პრეპარატის მიღების ადვილად დასამახსოვრებელი სქემაა (თავდაპირველად 6 ვარდისფერი ტაბლეტი, შემდეგ 5 თეთრი და 10 მუქი ყვითელი შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები) შეფუთვაზე მითითებული რიგითი ნომრისა და ისრის მიხედვით.

საჭიროა 3 კვირა - დრაჟეს მიღება, 1 კვირა - შესვენება. თითოეული შეფუთვიდან პრეპარატის მიღება წინამდებარე გამოყენების მსგავსად იწყება კვირის ერთსა და იმავე დღეს.

პრეპარატის მიღება წარმოებს კონტრაცეპციისათვის აუცილებელი პერიოდის განმავლობაში. ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ დროს რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). ტაბლეტების მიღების გაგრძელება საჭიროა დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტი კი საჭიროა გამოვტოვოთ.

ღებინების და დიარეის დროს პრეპარატთან ერთად აუცილებელია ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება.

მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციებს შორის სისხლდენის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, რადგან სისხლდენა მალევე ქრება. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ადექვატური ზომები.

ერთეულ შემთხვევებში, როდესაც რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არ აქვს მენსტურაციას, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსრტრუაციის დაწყებიდან.

არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება ხდება პირველი მენსტურაციის პირველ დღეს, მაგრამ პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან

სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ჰიპერტონია, სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი, საშვილოსნოდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა, სიყვითლე ან ხანგრძლივი ქავილი ორსულობის დროს, ორსულობით გამოწვეული ჰერპესი, გულის მძიმე დაავადებები, თრომბოემბოლიები, მათ შორის ანამნეზში, აგრეთვე მსგავსი დაავადების მიმართ მიდრეკილება, ღვიძლის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები.

*  პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტონიით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ეპილეფსიით, ქორეით და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეებით შეპყრობილ პაციენტებს.

* ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატის ზემოქმედებით გამოწვეული რძის გამოყოფის შემცირების გამო, ლაქტაციის პერიოდში ტრი-რეგოლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

* ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორც წესი, ხასიათდებიან კარგი ამტანობით. იშვიათად შესაძლებელია - გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის მასის ცვლილება, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუალური სისხლდენა, რაც არ საჭიროებს პრეპარატის შეცვლას და თავისით ქრება.

* პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის და სისხშლი შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონყარი, თრომბოემბოლიური დაავადებები, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, გადაღლილობა, დიარეა.

* ტრი-რეგოლის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

* ჰორმონული კონტრაცეპტივები განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ვენების და არტერიების თრომბოემბოლიური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს.

* ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებულ პრეპარატებთან ერთად თამბაქოს მოწევა და პრემენოპაუზის ასაკი (30 წლის ზემოთ) კიდევ უფრო ზრდის არტერიული თრომბოზების (მაგ. ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკს. აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:

* ორსულობა;

* შაკიკის მსგავსი ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილები;

* მხედველობის და სმენის დარღვევა;

* კიდურების ძლიერი ხასიათის ტკივილები;

* ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში;

* სიყვითლე და ქავილი;

* არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;

* ეპილეფსიური კრუნჩხვები.

* პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად - ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, პრეპარატის მიღება წყდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია