საერთაშორისო დასახელება:

TROXERUTIN

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მყარი ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 დრაჟე

ტროქსერუტინი ............  300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარატი.

გელი 2%: ტუბში 40 გ

40 გ

ტროქსერუტინი ...........       800 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბომერი 940, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტროქსერუტინი სოფარმა ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას;

სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების მიმაგრების შეფერხებით ამცირებს ექსუდაციურ ანთებას; აქვეითებს კაპილარების განვლადობას. ამყარებს სისხლძარღვის კედელს; გააჩნია ანტიოქსიდანტური და P-ვიტამინური აქტივობა. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება, მცირდება ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ვარიკოზული დერმატიტი;
  • ზედაპირუდი თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი;
  • პოსტთრომბოზული სინდრომი;
  • პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომა;
  • ბუასილი;
  • დიაბეტური რეტინოპათია კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესი და დოზირება:

კაფსულები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს სითხის მიყოლებით. შემანარჩუნებელი მკურნალობა: 1 კაფსულა 3-4 კვირის განმავლობაში.

გელის შეზელა ხდება დაზიანებული ადგილას მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე 2-ჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში გელის გამოყენება შეიძლება კომპრესების სახით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ხანგრძლივი გამოყენების დროს გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე და ქავილი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ტროქსერუტინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

კაფსულები: არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გელი: ორსულ და მეძუძურ ქალებში ტროქსერუტინის გელის დანიშვნის უკუჩვენება არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ გელის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება.

♦  პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები ტროქსერუტინის გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვის გახსნის შემდეგ გელის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია