განსაკუთრებული მითითებები:

◄ ულტრავისტი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს იოდშემცველი საკონტრასტო საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცის მძიმე უკმარისობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე უკმარისობის, ფილტვების ემფიზემის, თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, პირამიდული უკმარისობის, ფარული ჰიპერთირეოზის, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კვანძოვანი ჩიყვის, მიელომური დაავადების გენერალიზებული ფორმის დროს.

◄ ზოგიერთ ავადმყოფებში ადგილი აქვს პრეპარატის მიმართ ალერგიულ რეაქციებს. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები და/ან სტეროიდული ჰორმონები. საკონტრასტო ნივთიერების და პროფილაქტიკის მიზნით შესაყვანი ნივთიერებების ერთმანეთში შერევა შეყვანის დროს ნებადართული არ არის.

◄ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შედარებით ძლიერად არის გამოხატული ავადმყოფებში ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების დროს.

◄ პაციენტებში მიელომური დაავადების გენერალიზებული ფორმით, შაქრიანი დიაბეტით, პოლიურიით, ოლიგურიით და პოდაგრით, აგრეთვე ახალშობილებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და მძიმე საერთო მდგომარეობის მქონე პაციენტებში სითხის მიღების შეზღუდვა ნებადართული არ არის, დაბალი ოსმოლარობის მქონე საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანის დროსაც.

◄ სისხლძარღვოვანი კრიზების რისკის მქონე ფეოქრომოციტომით შეპყრობილ პაციენტებში, რეკომენდებულია პრემედიკაცია ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენებით.

◄ დიაბეტური ნეფროპათიით შეპყრობილ პაციენტებში კონტრასტის სისხლძარღვებში შეყვანის შემდეგ შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის უკმარისობა, რაც იწვევს აციდოზს ავადმყოფებში ბიგუანიდების მიღების შემთხვევაში. ამიტომ სიფრთხილის მიზნით გამოკვლევის ჩატარებამდე 48 საათით ადრე საჭიროა ბიგუანიდების მიღებისაგან თავის შეკავება და მათი მიღების გაგრძელება მხოლოდ თირკმელების ნორმალური ფუნქციის აღდგენის შემთხვევაში.

◄ დაყოვნებული რეაქციები (მაგ. ცხელება, გამონაყარი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, კიდურების ტკივილი და კანის ქავილი) აღენიშნებათ პაციენტებს ინტერლეიკინით მკურნალობის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია