შემადგენლობა
1 გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი (საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: Acidi undecylenici monoethanolamidum) - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), კარბომერი, ტროლამინი, დისტილირებული წყალი.
წამლის ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის.
ათქ კოდი: DO 1AE04.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქტიური ნივთიერება - უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი (UMEA) აერთიანებს ფუნგიციდურ თვისებებს ზედაპირულად აქტიურ თვისებებთან ერთად. UMEA -ს ლიპოფილური ხასიათის წყალობით, პროპილენგლიკოლთან ერთად UMEA გავლენას ახდენს პათოგენურ მიკროფლორაზე, რომელიც არსებობს კანის ზედა ფენებში, და აგრეთვე აღწევს სოკოთი დაზიანებული კანის ღრმა ფენებში. გელი მოქმედებს ფუნგიციდურად სოკოს შემდეგ კულტურებზე: Epidermophyton sp., Candida albicans, Microsporum canis, Trichophyton rubrum.
უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი აზიანებს პათოგენური სოკოების უჯრედების ციტოპლაზმურ გარსს, ცვლის მათ შეღწევადობას. ამის შედეგად, სოკოების უჯრედებიდან ქრება მათი არსებობისთვის საჭირო ნაერთები და სოკოები კვდებიან.
ჩვენებები
დერმატომიკოზის ადგილობრივად სამკურნალო საშუალება
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა უნდეცილენის მჟავას პრეპარატების ან გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები და სპეციალური ინსტრუქციები გამოყენებისათვის
- არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე.
- ერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ ეს მაინც მოხდება, გამოირეცხეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
- არ გამოიყენოთ დამწოლი ნახვევი.
- აუცილებელია კანის მდგომარეობაზე დაკვირვება დაზინებული უბნის გარშემო. სიწითლის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
წამლებს შორის ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები
ურთიერთქმედებების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაციის
უმექსოლი 10მგ/გ გელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ შესაძლო რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მსუბუქად შეიზილეთ კანში, მცირე რაოდენობით გელით (1 - 2 გ) დილით და საღამოს დაამუშავეთ მიკოზით დაზიანებული ადგილები. მკურნალობის ხანგრძლივობაა 2 - 4 კვირა. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ისევე როგორც ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას გელის ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი), ასეთ შემთხვევებში გელის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია პაკეტზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ტუბში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 გ. ალუმინის ტუბებში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს პაკეტებში ჩანართ-ფურცელთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენიშვნები გამოყენებისათვის მომზადებაზე და განადგურებაზე
განსაკუთრებული ინსტრუქციები არ არის.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს "ლმპ", ვიეტალვასის ქ. # 1, რიგა, LV-1009, ლატვია.