საერთაშორისო დასახელება:

DOXYCYCLINE

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

დოქსიციკლინის მონოჰიდრატი .........  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, საქარინი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელთაც ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. მისი ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიის უჯრედებში ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების 30s სუბერთეულის დონეზე.

ტეტრაციკლინებს იყენებენ ძირითადად იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულნი არიან უჯრედშიდა მიკროორგანიზმებით: მაგ., ქლამიდიოზი, რიკეტსიოზი, აგრეთვე მუცლის ტიფის, დიზენტერიის, პათოგენური სპიროქეტების, ტულარემიის, შავი ჭირის, ბრუცელოზის, ქოლერის გამომწვევების საწინააღმდეგოდ.

ტეტრაციკლინები ხასიათდებიან ბაქტერიოსტატული ეფექტით. უნიდოქსის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თუკი არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი, საჭიროა ამის შესახებ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების;
  • თირკმელებისა და შარდ-სასქესო გზების ინფექციების;
  • ზოგიერთი ვენერიული დაავადებების (გონორეა)ინფექციების;
  • კანის ინფექციების, ფერიმჭამელების მქონე გამონაყარის ინფექციების;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების;
  • ოფთალმოლოგიური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

მიღების წესი და დოზირება:

არსებობს პრეპარატის მიღების 3 ხერხი:

1. ტაბლეტის მთლიანად მიღება წყლის მიყოლებით;

2. ტაბლეტის გახსნით ნახევარ ჭიქა წყალში და კარგად მორევის შემდეგ მისი მიღება;

3. დაღეჭვით და წყლის მიყოლებით.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ხსნარს გააჩნია ოდნავ მოტკბო გემო.

მოზრდილებსა და 50 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება ერთხელ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით, ხოლო მომდევნო დღეებში 1 ტაბლეტის ოდენობით.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება. ფერიმჭამელების მქონე გამონაყარის დროს საკმარისია დღეში ნახევარი ტაბლეტის მიღება 12 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ მოსალოდნელია ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ან დიარეა, დისფაგია, გლოსიტი, ეზოფაგტი, ალერგიული რეაქციები;

ხანგრძლივი მიღების (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ნარჩენი აზოტის კონცენტრაციის და ბილირუბინის დონის გაზრდა შრატში, ნაწლავების დისბაქტერიოზი, კანდიდოზი.

აღნიშნული მოვლენები სწრაფად ქრება. ხანდახან აღინიშნება კანზე გამონაყარი, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას კანის სიწითლე და ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ტეტრაციკლინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი,

* 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე

*  თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე ფორმის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ჩვილი ბავშვების, ასევე ნაყოფის კბილებისა და ძვლების განვითარებაზე.

! პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის მიღებისას კანზე წითელი ფერის გამონაყარი, ცხელება ან ენის ტკივილი მიუთითებს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე.

◄ უნიდოქს სოლუტაბის მიღების პერიოდში, თუკი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად პაციენტს აღენიშნება კანის ზედაპირის სიწითლე, რომელიც 1-2 დღის განმავლობაში არ ქრება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი კონსულტაცია.

◄ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ ზოგიერთ პაციენტებში იგი ცუდი ტოლერანტობით ხასიათდება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება, რის გამოც იმ პირებში, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

◄ თუკი პაციენტი რეკომენდებულ დროს ვერ მიიღებს დოზას, მისი მიღება შესაძლებელია გახსენებისთანავე, მომდევნო დოზის მიღებამდე, გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის ერთდროულად 2 ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები, მკურნალობა სიპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას მოსალოდნელია მისი ეფექტურობის დაქვეითება.

-  არ არის რეკომენდებული უნიდოქს სოლუტაბისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული გამოყენება.

- ტეტრაციკლინები წარმოქმნიან ქელატურ ნაერთებს კალციუმის, რკინის, ალუმინის იონებთან, რომლებიც არ აბსორბირდებიან. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი დოკსიციკლინის ერთდროული მიღება ამ იონების შემცველ ნაერთებთან ან რძის პროდუქტებთან, მათში კალციუმის იონების შემცველობის გამო.

- ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების დოზის ცვლილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია