საერთაშორისო დასახელება:
ACETYLSALICYLIC ACID, ASCORBIC ACID
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of
BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა......... 330 მგ
ასკორბინის მჟავა ..................... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცინი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
უპსარინ უპსა C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
აცეტილსალიცილის მჟავას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა 1 და 2 ინჰიბირებით, რის გამოც აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს და თრომბოციტების აგრეგაციას. იგი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით.
ასკორბინის მჟავა მთავარ როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რენეგერაციაში და უზრუნველყოფს ორგანიზმის გაზრდილ რეზისტენტობას.
შუშხუნა ტაბლეტის წყალში გახსნისას წარმოიქმნება ბუფერული ხსნარი, რომელიც პრეპარატის მიღების შემდეგ მოქმედ ნივთიერებას ინარჩუნებს გახსნილ მდგომარეობაში. ხელს უშლის კუჭის მჟავე გარემოში მოხვედრილ პრეპარატს გადავიდეს ისევ არახსნად ფორმაში და განაწილდეს მდგრადი ნაწილების სახით მის კედლებზე, შედეგად პრეპარატი სწრაფად და სრულად შეიწოვება.
ჩვენებები:
- სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსიობის ტკივილები (ნევრალგია, თავის, კბილის კუნთების და სახსრების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
- ტემპერატურის მომატება გრიპის, გაცივებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წელს ზევით ასაკის ბავშვებში.
მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით: 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზაა - 6 ტაბლეტი.
ხანდაზმულებში: 1 ტაბლეტი მიიღება 4-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები - გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება; ჰაფტენური მექანიზმის ფონზე - „ასპირინული“ ტრიადა (ბრონქული ასთმა, ცხვირის მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავასა და პირაზოლინის რიგის პრეპარატების აუტანლობა);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან („ყავის ნალექის“ მსგავსი ღებინება, „კუპრისფერი“ განავალი), მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, ჰიპერბილირუბინემია; ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან), სისხლის შედედების დროის გახანგრძლივება; ვიტამინი C მაღალმა დოზებმა (>1 გ-ზე მეტი) ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით, შეიძლება გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადება, ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზის განვითარების რისკი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან მისი მონათესავე (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო) პრეპარატების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);
* სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
* ღვიძლის ან თირკმელების დაზიანება;
* „ასპირინული ასთმა“;
* ჰემორაგიული დიათეზი (ჰემოფილია, ვილენბრანდის დაავადება, ტელანგიოექტაზია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა); აორტის ანევრიზმა, პორტალური ჰიპერტენზია;
* ვიტამინ K დეფიციტი; გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი,
* ფენილკეტონურია.
* ორსულობა (I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი.
* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში
* მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო (ენცეფალოპათია და ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის მწვავე უკმარისობა).
* სიფრთხილით: ჰიპერრურიკემია, ურატული ნეფროლითიაზი, პოდაგრა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (ანამნეზში) და დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.
* პრეპარატი არ გამოიყენება მეთოტრექსატთან (თუ მეტოთრექსატის დოზა >15 მგ-ზე) და პერორალურ ანტიკოაგულანტებთან (თუ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა >3 გ/დღე-ღამეში) კომბინაციაში.
* პრეპარატი არ მიიღება ან მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით თუ მკურნალობა მიმდნარეობს: სხვა მონათესავე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (თუ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა >3 გ/დღეში); ჰეპარინით; შარდმჟავას გამომყოფი მედიკამენტებით; ტიკლოპიდინით.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ რეკომენდებული დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოდაგრის გამწვავება.
◄ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების დროს საჭიროა სისხლის საერთო და განავლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
◄ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ.
◄ ავადმყოფებს, რომლებიც იცავენ უმარილო ან ნაკლებად მარილიან დიეტას, უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 485 გ ნატრიუმს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მოწამვლა ადრეულ სტადიაზე - ცნს-ის გაღიზიანება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გასტრალგია, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ქოშინი. მოგვიანებით ვითარდება ძილიანობა, კრუნჩხვები, ანურია, ცნობიერების დაქვიეთება კომამდე, სუნთქვის უკმარისობა, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.
მკურნალობა: ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან საფაღარათოების მიღება და ექიმის რეკომენდაცია. მკურნალობა უნდა ჩატადეს სპეციალიზირებულ კლინიკაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოთრექსატის ტოქსიკურობას, ნარკოტიული ანალგეტიკების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიტიკების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის და რეზერპინის მოქმედებას,
- ამცირებს უროლოგიური პრეპარატების (ბენზბრომარონი, სულფინპირაზონი), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდის) ეფექტს.
- გლიკოკორტიკოსტეროიდები, ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები ზრდიან დამაზიანებელ ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე და სისხლდენის რისკს.
- აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
- მაგნიუმის და/ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები აფერხებს და ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვას.
- ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებში.
დაუშვებელია სხვა აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.