ურობერი ნატურალური პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ამერიკული შტოშის ექსტრაქტის ნიადაგზე –საუკეთესო საშუალება საშარდე სისტემის ინფექციების საპროფილაქტიკოთ და სამკურნალოდ.
მოკლე ინსტრუქცია:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები 30.
1 კაფსულა შეიცავს: 50:1, 252მგ ამერიკული შტოშის ექსტრაქტი, ასკორბინის მჟავა 20 მგ, ვიტამინ E 3ME.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ამერიკული შტოშის კენკრა შეიცავს მაღალი კონცენტრაციით პროანტაციანიდებს (პაცს) .ეს არის ბუნებრივი მცენარეული ნაერთი, რომელიც აზიანებს ბაქტერიის გარსს და ახელს უშლის საშარდე გზების ეპითელიუმზე ბაქტერიების გამრავლებას. ურობერი ასევდე ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე და ხელს უწყობს მათ ჩამორეცხვას შარდთან ერთად. ურობერი მოქმედებს კომპლექსურად, შტოშის ექსტრაქტის გარდა იგი შეიცავს C და E ვიტამინს რაც განაპირობებს მის სინერგიულ მოქმედებას საშარდე ინფექციების საპროფილაქტიკოდ.
ურობერი +ანტიბიოტიკი -მაღალეფექტური საშუალებაა საშარდე ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე მათი რეციდივისა და გართულებების საპროფილაქტიკოდ
ჩვენება:
• საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• როგორც დამხმარე თერაპია შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში.
მიღება და დოზირება:
1 კაფსულა 2ჯერ დღეში 1ჭიქა წყალთან ერთად.
- შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული შარდვა და წვა, რეკომენდებულია ურობერის მიღება 1თვის განმავლობაში.
- შარდგამომყოფი გზების ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია ურობერის მიღება 1თვე
- ქრონიკული საშარდე ინფექციების დროს ურობერი მიიღება საპროფლაქტიკოდ 2კვირა თვეში, სამი თვის განმავლობაში.
- მენოპაუზის ,დიაბეტის ,კორტიკოსტეროიდების ხშირი გამოყენების დროს იზრდება საშარდე გზების ინფექციების რისკი. ამ დროს რეკომენდებულია ურობერის გამოყენება 2კვირა თვეში სულ 3თვე.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250 ტემპერატურისა.
წარმოებულია აშშ-ში სერთიფიცირებულია ამერიკის წამლის სააგენტოს FDA-ს მიერ.
შენახვის ვადა: 2წელი
მწარმოებელი: აშშ. ამვილაბი.