საერთაშორისო დასახელება:
URSODEOXYCHOLIC ACID
მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 10 და 50 ც.
1 კაფს.
ურსოდეოქსიქოლის მჟავა ............. 250 მგ
ჩვენებები:
- ქოლესტერინული კონკრემენტები ნაღვლის ბუშტში (იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით ვერ ხერხდება მათი მოცილება);
- ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
- მწვავე ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური საშუალებებით გამოწვეული) დაზიანებები;
- ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
- პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;
- ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
- სანაღვლე გზების დისკინეზიები;
- ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.
მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება დასალევად მცირეოდენ სითხესთან ერთად.
ნაღვლის კონკრემენტების გახსნის მიზნით, აგრეთვე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ურსოსანის 10 მგ/კგ-ს დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ურსოსანის მიღების ხანგრძლივობა ქოლესტერინული წარმოშობის ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურსოსანის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კონკრემენტების შემცირების პროცესი, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ურსოსანით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვიდან 2 წლამდე.
ჩვეულებრივ პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ინიშნება პრეპარატის 250 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 10-14 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია დიარეა, კანის ქავილი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ნაღვლის კონკრემენტების კალცინირება, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
* ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;
* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;
* ორსულობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ურსოსანის მიღების დროს ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
◄ კონკრემენტები უნდა იყოს სუფთა ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური),
◄ მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;
◄ ნაღვლის ბუშტის ფუნქცია, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
◄ გარდა ამისა, პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა პერიოდულად (თვეში ერთხელ) ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრის მიზნით სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
◄ მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, სანაღვლე გზების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.
◄ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.
◄ ურსოსანით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქოლესტირამინი, ქოლესტიროლი და ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, აქვეითებენ ურსოდეოქსიქოლის მჟავას აბსორბციის პროცესს და ურსოსანის ეფექტურობას, აღნიშნულის გამო ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ურსოსანთან ერთად მიზანშეწონილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.