საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება :

პროგესტერონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები .

შემადგენლობა (1 კაფსულაზე ):

მოქმედი ნივთიერება:

პროგესტერონი ნატურალური მიკრონიზირებული ................. 100 ან 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები : მიწის თხილის ზეთი , სოიოს ლიცეტინი , ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი .

აღწერილობა: კაფსულები 100 მგ – მრგვალი , კაფსულები 200 მგ – ოვალური , რბილი ჟელატინის კაფუსლები ყვითელი ფერის , რომლებიც შეიცავს ზეთოვან, მოთეთრო ჰომოგენურ სუსპენზიას ( ფაზების ხილული დაყოფის გარეშე ).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გესტაგენი .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გესტაგენი , ყვითელი სხეულის ჰორმონი . სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორებთან დაკავშირებით აღწევს ბირთვში , სადაც , დნმ - ს აქტივირებით , ასტიმულირებს რნმ - ს სინთეზს . ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან გადასვლას , რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს , სეკრეტულ ფაზაში გადასვლას , ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში , რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის . ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების აგზნებადობას და შეკუმშვას , ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას .

პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს , გლუკოზას უტილიზაციას , ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით , ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას , ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას ; ამცირებს აზოტემიას , ზრდის შარდთან ერთად აზოტის გამოყოფას , ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას .

ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიუმის განვითარებას .

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას

შეწოვა

მიკრონიზირებული პროგესტერონი კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია პირველი საათის განმავლობაში იზრდება , მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში ( Cmax ) მიღებიდან 1-3 საათში აღინიშნება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 0.13 ნგ / მლ - დან 4.25 ნგ / მლ - მდე 1 საათში იზრდება , 11.75 ნგ / მლ - მდე 2 საათში , ხოლო 8.37 ნგ / მლ 3 საათში აღინიშნება , 2 ნგ / მლ 6 საათში და 1.64 ნგ / მლ 8 საათში .

მეტაბოლიზმი

ძირითად მეტაბოლიტებს , რომლებიც სისხლის პლაზმაში განისაზღვრება , წარმოადგენს 20- ალფა - ჰიდროქსი - დელტა -4- ალფა - პრეგნანოლონი და 5- ალფა - დიჰიდროპროგესტერონი .

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით , მათ 95%- ს გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს , ძირითადად 3- ალფა , 5- ბეტა - პრეგნანდიოლი ( პრეგნანდიონი ). აღნიშნული მეტაბოლიტები , რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში , იმ ნივთიერებების ანალოგიურია , რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ვაგინალური შეყვანისას

შეწოვა

აბსორბცია სწრაფად ხდება , პროგესტერონი საშვილოსნოში გროვდება , სისხლის პლაზმაში პროგესტერონის მაღალი დონე შეყვანიდან 1 საათში აღინიშნება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის ჩმახ შეყვანიდან 2-6 საათში მიიღწევა . პრეპარატის 100 მგ 2- ჯერ დღეში შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია 9.7 ნგ / მლ - ს დონეზე 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება .

დღეში 200 მგ - ზე მაღალი დოზებით შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის 1 ტრიმესტრს შეესაბამება .

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ძირითადად 3- ალფა , 5- ბეტა - პრეგნანდიოლის წარმოქმნით . პლაზმაში 5- ბეტა - პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება .

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3- ალფა , 5- ბეტა - პრეგნანდიოლი ( პრეგნანდიონი ). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი გაზრდით (Cmax 142 ნგ / მლ 6 საათში ).

ჩვენებები:

  • პროგესტერონ - დეფიციტური მდგომარეობები .

შეყვანის პერორალური გზა :

-    უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად;

-     წინამენსტრუალური სინდრომი;

-     მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის ან ანოვულაციის დარღვევების შედეგად;

-     ფიბროზულ - კისტოზური მასტოპათია;

-     პრემენოპაუზა;

-     მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ( ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად ).

შეყვანის ვაგინალური გზა :

-   ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში არაფუნქციონირებადი ( არარსებული ) საკვერცხეების

( კვერცხუჯრედების დონორობა ) დროს;

-    ლუტეინის ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორული განაყოფიერებისათვის მომზადების დროს;

-    ლუტეინის ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენტსრუალურ ციკლში;

-     ნაადრევი მენოპაუზა;

-     ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია / ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში /;

-     უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად;

-     შეჩვეული და სავარაუდო აბორტის პროფილაქტიკა პროგესტერონის უკმარისობის შედეგად;

-     საშვილოსნოს მიომას პროფილაქტიკა;

-     ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა , მიდრეკილება თრომბოზების მიმართ , ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები ; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სქესობრივი გზებიდან ; არასრული აბორტი , პორფირია .

სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები .

პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.

სიფრთხილით

გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები , არტერიული ჰიპერტენზია , თირკმლის ქრონიკული უკმარისობა , შაქრიანი დიაბეტი , ბრონქული ასთმა , ეპილეფსია , შაკიკი , დეპრესია ; ჰიპერლიპოპროტეინემია , ორსულობის III ტრიმესტრი , ლაქტაციის პერიოდი .

გამოყენების წესი და დოზები:

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათისა და განსაკუთრებულობების მიხედვით .

პერორალური შეყვანა:

პრეპარატი მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით. უმეტეს შემთხვევაში პროგესტერონის უკმარისობის დროს უტროჟესტანის სადღეღამისო დოზა 200-300 მგ - ს შეადგენს , გაყოფილი 2 მიღებად ( დილას და საღამოს ). ლუთეინური ფაზის უკმარისობისას ( წინამენსტრუალური სინდრომი , ფიბროზულ - კისტოზური მასტოპათია , დისმენორეა , პრემენოპაუზა ), სადღეღამისო დოზა 200 ან 400 მგ - ს შეადგენს , რომელიც 10 დღის განმავლობაში მიიღება

(ჩვეულებრივ ციკლის მე -17- დან 26- ე დღემდე ). ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს მენოპაუზაში ესტროგენების მიღების ფონზე უტროჟესტანი გამოიყენება დოზით 200 მგ დღეში 10-12 დღის განმავლობაში.

ვაგინალური შეყვანა:

– პროგესტერონის სრული არარსებობა ქალებში არაფუნქციური (არარსებული) საკვერცხეებით ( საკვერცხეების დონორობა): ესტროგენული თერაპიის ფონზე 200 მგ დღეში ციკლის მე -13 და მე -14 დღეს , შემდეგ 100 მგ დღეში ორჯერ ციკლის მე -15- დან 25- ე დღეს , 26- ე დღიდან და ორსულობის გამოვლენისას დოზა იზრდება 100 მგ - ით დღეში ყოველ კვირას , დღეში მაქსიმუმ 800 მგ - ს მიღწევით , გაყოფილი 3 მიღებად . ამ დოზირების გამოყენება შეიძლება 60 დღის განმავლობაში .

– ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორული განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს: რეკომენდებულია დღეში 400-800 მგ - ს მიღება , დაწყებული ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მთელი ვადის განმავლობაში .

– ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენსტრუალურ ციკლში , ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული უნაყოფობის დროს : რეკომენდებულია დღეში 200-300 მგ - ს მიღება , დაწყებული ციკლის მე -17 დღიდან 10 დღის განმავლობაში , მენსტრუაციის დაგვიანების და ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.

– აბორტის საშიშროების შემთხვევებში ან პირველადი აბორტების პროფილატიკის მიზნით , რომელიც წარმოიქმნება პროგესტერონის უკმარისობის ფონზე: 200-400 მგ ყოველდღე 2 მიღებად ორსულობის I და II ტრიმესტრებში .

კაფსულები შეჰყავთ ღრმად საშოში .

გვერდითი ეფექტები:

-  ალერგიული რეაქციები .

-   შიგნით მიღებისას : ძილიანობა , მოვლითი თავბრუსხვევა ( პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში ), ძალიან იშვიათად – მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა .

ჭარბი დოზა:

ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ჭარბი დოზის შედეგს წარმოადგენს . პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აძლიერებს დიურეზულების , ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების , იმუნოდეპრესიულების , ანტიკოაგულანტების მოქმედებას .

ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები:

-  კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება;

-  სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის დარღვეული ფუნქციის გამო;

-  პერორალური შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა; ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის წარმოების დროს , რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .

გამოშვების ფორმა:

100 მგ კაფსულები , 15 კაფსულა ბლისტერში , 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

200 მგ კაფსულები , 7 კაფსულა ბლისტერში , 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები:

სია ბ . არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

გაცემის პირობები:

რეცეპტით .

მწარმოებელი :

" ბეზინ მანუფაკტურინგ ბელჯუმ ", ბელგია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია