საერთაშორისო დასახელება:

FAMOTIDINE

მწარმოებელი: PRO.MED. CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების მაბლოკირებელი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

ფამოტიდინი .............  20 მგ

1 ტაბ.

ფამოტიდინი ............  40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფამოსანი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის დოზადამოკიდებულ დათრგუნვას და პეფსინის აქტივობის შემცირებას, რაც წყლულის შეხორცების ოპტიმალურ პირობას წარმოადგენს. იგი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და ჰისტამინითა და გასტრინით (ნაკლებად აცეტილქოლინით) სტიმულირებულ სეკრეციას 80-90%-ზე უფრო მეტი ხარისხით მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, რომელიც თანდათან ქვეითდება. 6 და 10 სთ-ის შემდეგ მარილმჟავას ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირების ხარისხი შესაბმისად შეადგენს 70-75% და 40-45%. პრეპარატი პრაქტიკულად არ ცვლის პლაზმაში გასტრინის მაჩვენებლებს.

ფამოსანის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12-დან 24 სთ-მდე, რომელიც დამოკიდებულია მის ერთჯერად დოზაზე.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), რეციდივების პროფილაქტიკა;
  • სიმპტომური (სტრეს-წყლულები, იატროგენული და სხვა) წყლულები;
  • ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
  • ფუნქციური დისპეფსია, გამოწვეული კუჭის სეკრეტული ფუნქციის გაძლიერებით;
  • ეროზიული ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენების პროფილაქტიკა;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში ან 40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებლია სადღეღამისო დოზის გაზრდა 80-160 მგ-მდე.

რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ.

ფამოსანის ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დაქვეითება; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

სხვადასხვა: იშვიათად - კანზე გამონაყარი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფამოსანის და ჰისტამინური H2-რეცეპტორების სხვა ბლოკატორების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია დაავადების სიმპტომების შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.

◄ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

◄ ფამოსანი სიფრთხილით ენიშნებათ აგრეთვე ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს. პრეპარატი არ ცვლის ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფამოსანის ერთდროული დანიშვნით მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან, ადგილი აქვს ფამოსანის აბსორბციის ინტენსივობის დაქვეითებას, რის გამოც მათ მიღებებს შორის საჭიროა 1-2 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია