საერთაშორისო დასახელება:

AMBAZONE

მწარმოებელი: SC. THERAPIA, რუმინეთი

მოქმედი ნივთიერება: ამბაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ამბაზონის მონოჰიდრატი ...........  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი.

საწუწნი ტაბლეტები ლიმონის არომატით:

ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ამბაზონის მონოჰიდრატი ........ 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარინგოსეპტი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელსაც იყენებენ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში. იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული მოქმედებით - Streptococcus haemoliticus, Streptococcus viridans, Pneumococcus, პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს.

პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე ზომიერად გამოხატული ანტისტაფილოკოკური ეფექტით. ფარინგოსეპტი არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისბაქტერიოზს.

ჩვენებები:

  • ფარინგოსეპტს იყენებენ მონოთერაპიის სახით ბუკო-ფარინგეული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიოთერაპიული ანტიმიკრობული საშუალების გამოყენება და ამ გზით მიკროორგანიზმების შესაძლო მდგადი ფორმების წარმოქმნა.
  • პირის ღრუსა და ყელის მწვავე ინფექციების მკურნალობისათვის (ფარინგიტი, გინგივიტი, სტომატიტი, ანგინა, აგრეთვე ტონზილექტომიის და კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს ენიშნებათ 10 მგ ფარინგოსეპტი 3-5 ტაბ. (30-50 მგ) დღეში ჭამის შემდეგ (15-20 წთ-ის შემდეგ) 3-4 დღის განმავლობაში.

ფარინგოსეპტის სწრაფად გალაყლაპვა ნებადართული არ არის, ვინაიდან უნდა მოხდეს ტაბლეტის თანდათანობითი გაწოვა პირის ღრუში.

პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია საკვებისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება 2-3 სთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფარინგოსეპტის 10 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება ნებადართულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ფარინგოსეპტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 759 მგ შაქარს, ამიტომ პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ნებადართული არ არის.

♦ ფარინგოსეპტის ტაბლეტებში 150 მგ ლაქტოზას შემცველობის გამო. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ლაქტოზას მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს.

♦ არ არსებობს მონაცემები ფარინგოსეპტის უარყოფითი მოქმედების შეხაებ ავტოტრანსპორტის მართვისას და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

ამბაზონს ანტიდოტი არ გააჩნია.

ფარინგოსეპტის 10 მგ-იანი ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია