საერთაშორისო დასახელება:

BENZALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბენზალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჩასახვისაწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სანთლები: შეფუთვაში 5 ან 10 ც.

1 სანთელი

ბენზალკონიუმის ქლორიდი ........... 18.9 მგ

ვაგინალური კრემი 1.2%: ტუბში 72 გ (20 დოზა) და აპლიკატორ-დოზატორი.

1 გ

ბენზალკონიუმის ქლორიდი ..............     12 მგ

ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

ბენზალკონიუმის ქლორიდი ............  18.9 მგ

ვაგინალური ტამპონები: შეფუთვაში 2 ც.

1 ტამპონი

ბენზალკონიუმის ქლორიდი ..........   60 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმატექსი წარმოადგენს ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. ფარმატექსის აქტიური ნივთიერებაა ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც წარმოადგენს მეოთხეულ ამონიუმს. იგი არის როგორც სპერმიციდი, ასევე ანტისეპტიკი ბაქტრიოციდული და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებით.

სპერმიციდი: აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს სპერმატოზოიდების დაშლას და განადგურებას. ფარმატექსის ვაგინალურ სანთლები კლინიკურად ისევე ეფექტურია, როგორც მიკროდოზირებული აბები და საშვილოსნოსშიდა სპირალი.

ანტისეპტიკი: პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. იგი აქტიურად მოქმედებს ზოგიერთ ინფექციურ აგენტზე, რომლებიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს (in vitro): Neisseria gonorrhoeae, Clamydia spp., Trichomonas vaginalis, Staphilococcus aureus, Herpes simplex  მეორე ტიპის მიმართ, შიდსის ვირუსის მიმართ.

პრეპარატი არ მოქმედებს Mycoplasma spp., და სუსტად მოქმედებს Gardnerella ducrei, Treponema palidum-ზე.

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის დოდერლეინის ჩხირზე) და ჰორმონალურ ციკლზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე და ახდენს სპერმიციდულ, ბაქტერიოციდულ და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატი არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან, იგი განიცდის აბსორბციას მხოლოდ საშოს კედლებზე და გამოიყოფა ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით და უბრალო წყლით ჩამობანვისას.

ჩვენებები:

ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:

  • პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს;
  • მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი;
  • მენოპაუზის წინა პერიოდი;
  • ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს;
  • პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ზურგზე წოლის დროს სანთელი შეყავთ ღრმად საშოში არა უგვიანეს 5 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატი მოქმედებს შეყვანიდან 4 საათის განმავლობაში. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს  პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე წოლის დროს აპლიკატორ-დოზატორის მეშვეობით კრემი შეჰყავთ ღრმად და საშოში სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატის მოქმედება იწყება შეყვანისთანავე და მისი მოქმედების ხანგრძლივობაა 10 საათი.

განმეორებით სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე ზოლის დროს ვაგინალური კაფსულა შეყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 1 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ, კაფსულის დადნობის შემდეგ (8-10 წუთი) მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4 საათია. განმეორებითი სქეოსობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე წოლის დროს წინასწარ დასველებული ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 10 წუთისა სქესობრვი კავშირის წინ. ტაბლეტის დადნობის შემდეგ (8-10 წუთი) მისი მოქმედების ხანგრძლივობა 3 საათია განმეორებითი სქესობრივ კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ტამპონი შეჰყავთ ღრმად საშოში სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატი მოქმედებას იწყებს შეყვანისთანავე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათია. ამ დროის მანძილზე არ არის საჭირო ტამპონის ამოღება და გამოცვლა განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს.  ტამპონის ამოღება შეიძლება ბოლო სქესობრივი კავშირიდან 2 საათის შემდეგ და ჩადგმიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მინიმალურია.

უკუჩვენებები:

ფარმატექსის ამტანობა კარგია, იგი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე და ჰორმონალურ ციკლზე. იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენების კლინიკაში და ექსპერიმენტებში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ზემოქმედების არც  ერთი შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის რისკს და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მოხმარებისა და უსაფრთხოების მითითებული წესების მკაცრ დაცვაზე.

ყურადღება: ეს სპერმიციდი იშლება საპნის ზემოქმედებით. აღნიშნული მიზეზის გამო ბანაობა და ყველა სახის საშოს გამორეცხვა საპნით უკუნაჩვენებია. სქესობრივ კავშირამდე 2 საათით ადრე და მის შემდეგ 2 საათის განმავლობაში სასქესო ორგანოები უნდა დაიბანოთ მხოლოდ გარედან, უსაპნოდ, სუფთა წყლით ან სპეციალური ფარმატექსის ქაფიანი საშუალებით.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფარმატექსის გამოყენება დასაშვებია ვაგინალურ დიაფრაგმასთან, საშვილოსნოსშიდა სპირალთან და კონდომთან ერთად.

- ფარმატექსის გამოყენება ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ხდება მისი სპერმიციდული აქტივობის დაქვეითება.

- საპონი და მისი შემცველი ხსნარები იწვევენ ბენზალკონიუმის ქლორიდის სპერმიციდული მოქმედების ინაქტივაციას.

- ფარმატექსის გამოყენების მომენტში არ შეიძლება აბაზანების გამოყენება, ზღვაში, აუზებში ბანაობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია