ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს საძილე, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებას.

ჩვენებები

  • იგი ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა (როგორც გენერალიზებული, ასევე პარციალური) ეპილეფსიური სინდრომის მკურნალობისათვის. ფენობარბიტალი გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

იგი უფრო ხშირად იწვევს გამოხატულ სედაციას, ვიდრე სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად 4-6 მგ/კგ (ბავშვებში 3-5 მგ/კგ/დღეში) ძილის წინ ან 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, ლეთარგია, დეპრესია, ჰიპერკინეზი ბავშვებში, ანემია, კრუნჩხვები მოხსნის სინდრომის დროს, სუნთქვის დეპრესია (გამოხატული დათრგუნვის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას). ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება.

უკუჩვენებები

* ღვიძლის, თირკმელების, გულის უკმარისობა;

* ცნს ინტოქსიკაცია;

* სუნთქვის მწვავე დათრგუნვა;

* პორფირია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი და ფენიტოინი კომპლექსური თერაპიის შემთხვევაში ახდენენ ბიოტრანსფორმაციის დაჩქარებას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის დაქვეითებას.

- ფენობარბიტალი აგრეთვე ამცირებს ვარფარინის, კორტიკოსტეროიდების, ციკლოსპორინის, ქალის სასქესო ჰორმონების ორალური კონტრაცეპტივების, თეოფილინის, თიროქსინის, ქინიდინის, ქლორამფენიკოლის, დოქსიციკლინის ეფექტურობას.

- ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესიული პრეპარატები ავლენენ ანტაგონიზმს ფენობარბიტალის ანტიეპილეფსიური ეფექტის მიმართ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია