ფარმაკოლოგიური თვისებები

ოპიოიდური ანალგეტიკი, ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტი, უპირატესად მიურეცეპტორებზე მოქმედებს, ანალგეტიკური მოქმედება მორფინის ანალგეტიკურ მოქმედებას მნიშვნელოვნად აღემატება.

ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) თვისებებით მორფინზე გაცილებით ძლიერია. დამთრგუნველად მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე, გულის რიტმზე. არტერიული წნევა არსებითად არ იცვლება ვენაში შეყვანილი ფენტანილის ანალგეტიკური ეფექტი 1-3 წუთში ვლინდება, კუნთებში შეყვანის შედეგად - 10-15 წუთში. ერთჯერადი შეყვანის პირობებში მოქმედების ხანგრძლივობა 30 წთ არ აღემატება.

ფარმაკოკინეტიკა

ფენტანილი ბიოქიმიურად ძირითადად ღვიძლში გარდაიქმნება; დაახლოებით 75% შარდში გამოიყოფა მეტაბოლიტების (გარდაქმნის პროდუქტების) ფორმით, 10%-ზე ნაკლები - უცვლელად; დაახლოებით 9% უპირატესად მეტაბოლიტების ფორმით ფეკალიებში გამოიყოფა.

ჩვენებები

  • ნეიროლეპტანალგეზია (დროპერიდოლთან კომბინაციაში);
  • პრემედიკაცია (გარკვეული სქემების შემადგენლობაში);
  • ანალგეზია (გაუტკივარება);
  • მოკლევადიანი ოპერაციები;
  • დამატებითი საშუალება ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაციებში;
  • ძლიერი ტკივილები მიოკარდიუმის ინფარქტის, ფილტვის ინფარქტის და ღვიძლისა და თირკმლის კოლიკების დროს;
  • პოსტოპერაციული ტკივილები;
  • კანზე ადგილობრივი (ზედაპირული) გამოყენება;
  • ქრონიკული ტკივილი ონკოლოგიური დაავადებების დროს;
  • აუტანელი ტკივილები.

დოზირების რეჟიმი

კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეყავთ კუნთებში ან ვენაში 2.5-150 მკგ/კგ დოზით;

ინტერვალები ცალკეულ შეყვანას შორის ინდივიდუალურად დგინდება. კანზე ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში დოზას ადგენენ პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში: მოსალოდნელია ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა.

სისხლის მიმოქცევის სისტემაში: შესაძლებელია ბრადიკარდია.

მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება და ყაბზობაა მოსალოდნელი.

სუნთქვის სისტემაში: შესაძლებელია ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა.

შარდგამომყოფ სისტემაში: შარდის შეკავება.

ადგილობრივი რეაქციები: კანზე ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში - გამონაყარი, ერითემა, ქავილი.

უკუჩვენებები

* ბრონქული ასთმა;

* ნარკომანია;

* სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით მიმდინარე პათოლოგიები;

* სამეანო ოპერაციები;

* ჭარბი მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტივობა) ფენტანილისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ დედისათვის ნავარაუდევი სასარგებლო ეფექტი ნაყოფისათვის პოტენციალურ რისკზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება.

ფენტანილი რძეში გადადის, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვების საკითხია გადასაწყვეტი.

ფენტანილის გამოყენების პერიოდში ქალებისათვის კონტრაცეპციის საიმედო საშუალებები უნდა იქნეს დანიშნული.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ფენტანილის გამოყენება რეკომენდებულია ექიმანესთეზიოლოგის თანდასწრებით, რეანიმაციული მზადყოფნის პირობებში.

♦  ვენაში შეყვანილმა 100-1500 მკგ  ოდენობის დოზამ შეიძლება სუნთქვის ღრმა დათრგუნვა ან გაჩერებაც (აპნოე) გამოიწვიოს.

♦  ინსულინთან ერთროული გამოყენების შემთხვევაში ფენტანილის დოზირებაში შესაბამისი კორექცია კეთდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ცნს დამთრგუნველი სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შედეგად ეფექტების ურთიერთგაძლიერებაა მოსალოდნელი.

- ბარბიტურატების სისტემატური გამოყენების (განსაკუთრებით ფენობარბიტალის) პირობებში მოსალოდნელია ოპიოიდური ანალგეტიკების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების დაქვეითება.

-  ბარბიტურატების ან ოპიოიდური ანალგეტიკების ხანგრძლივმა მიღებამ ჯვარედინი ტოლერანტობის სტიმულაცია შეიძლება გამოიწვიოს. ფენტანილინით გამოწვეული კუნთების რიგიდულობა ძლიერდება აზოტის ქვეჟანგის გავლენით.

- ოპიოიდური ანალგეტიკებით მიღებული ანალგეზია ბათილდება და დათრგუნული სუნთქვაც აღდგება ნალოქსონის (ოპიატური ანტაგონიტის) ზეგავლენით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია