საერთაშორისო დასახელება:

IRON PROTEINSUCCINILATE

მწარმოებელი: ITALFARMACO

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინის პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 15 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

რკინის პროტეინსუქცინილატი (ექვივალენტურია 40 მგ Fe3+) .........  800 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფერლატუმი რკინის პრეპარატია, ორგანიზმში ავსებს რკინის დეფიციტს. რკინის მთავარი ფუნქციაა ჟანგბადის გადატანა ქსოვილებში. რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, რკინის შემცველი ფარმანტების – ციტოქრომების შემადგენლობაში, გადააქვს ელექტრონები და მუშაობს როგორც ჟანგვითი რეაქციის, ჰიდროქსილირების და სხვა მეტაბოლური პროცესების კატალიზატორი.

ფერლატუმი შეიცავს რკინა–პროტეინ სუქცინატს, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ნაერთს, სადაც სამვალენტიანი რკინის ატომები (Fe 3+) შემოკრულია ნახევრადსინთეზური ცილოვანი გადამტანებით, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს იცავს დაზიანებისაგან. ცილოვანი მატარებელი განმეორებით იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში,  თავისუფლდება რკინა, რომელიც უკეთ შეიწოვება. ნაწლავიდან სისხლში სამვალენტიანი რკინა ხვდება აქტიური შეწოვის გზით, რის გამოც დოზის გადაჭარბება და მოწამვლა შეუძელბელია.

ჩვენებები:

ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობა (რკინადეფიციტური ანემია);

რკინის დეფიციტის პროფილაქტიკური თერაპია ორსულობისას, ლაქტაციისას, აქტიური ზრდის დროს; ხანგრძლივი სისხლდენისას, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვებისას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი);

რკინის უტილიზაციის დარღვევა (სიდეროაქრესტიული ანემია, ტყვიით გამოწვეული ანემია);

არარკინადეფიციტური ანემია (ჰემოლიტიკური ანემია; მეტაბოლური ანემია, გამოწვეული ვიტამინი B12 დეფიციტით);

ქრონიკული პანკრეატიტი;

ღვიძლის ციროზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ფერლატუმის მიღება რეკომენდირებული შეიძლება იყოს რკინი დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომელიც ორსულობისა და ლაქტაციის დროს ვითარდება.

მიღების წესი და დოზირება:

ფერლატუმს ღებულობენ პერორალურად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

მოზრდილები: 1–2 ფლაკონი დღეში, (ექვივალენტური 40–80მგ Fe 3+) 2 მიღებაზე. ან ექიმის მითითების შესაბამისად,

ბავშვები: 1.5 მლ/კგ/დღეში (ექვივალენტური 4 მგ/კგ/დღეში Fe 3+ ) 2 მიღებაზე ან ექიმის რჩევის შესაბამისად.

ორსულობა:

რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის – 1 ფლაკონი დღეში. ლატანტურად და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის – 1–2 ფლაკონი დღეში 2 მიღებაზე. შრატის რკინის და ჰემოგლობინის ნორმალურ მაჩვენებლამდე მიღწევისას მკურნალობა გრძელდება შემანარჩუნებელი დოზით კიდევ არა ნაკლებ 8–12 კვირა.

გვერდითი ეფექტები:

ფერლატუმის მომატებული დოზით გამოყენებისასან პრეპარატის მოხსნისას იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კუჭ–ნაწლავის მოშლილობა (დიარეის, ყაბზობის, ღებინების და ეპიგასტრიუმში ტკივილით).

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი ინტოქსიკაციისა და ორგანიზმში პრეპარატ ფერლატუმის ჭარბი დოზით მოხვედრის ნიშნები. თუმცა, რკინის პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებისას პირველ 6–8 საათში შესაძლებელია ეპიგასტრალური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, (ზოგჯერ სისხლის შენარევით), დიარეა, ზოგჯერ ძილიანობა, კანის საფარველის სიფერმკრთალე. შესაძლებელია შოკური მდგომარეობა კომამდე. გადაუდებელი სამკურნალო ღონისძიება, კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებამდე, გულისხმობს კუჭის ამორეცხვას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღნიშნული ფერლატუმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. თუმცა რკინის წარმოებულები უზრუნველყოფენ ტეტრაციკლინის აბსორბციის დარღვევას კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, ამის გამო არ შეიძლება მათი ერთდროული მიღება.

რკინის შეწოვის გაზრდა შეიძლება 200მგ–ზე მეტი ასკორბინის მჟავის ერთდროული დანიშვნით,  შეწოვის დაქვეითება კი –  ანტაციდების მიღებით.

ქლორამფენიკოლი იწვევს უმწვავეს საპასუხო რეაქციას რკინით მკურნალობისას. H2 რეცეპტორების ანტაგონისტებით თანმხლები მკურნალობისას არ იქნა აღნიშნული ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

ფერლატუმის უწყვეტმა მიღებამ არ უნდა გადააჭარბოს 6 თვეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა საქმე ეხება სისხლის დაკარგვას (მენორაგია, ბუასილი და სხვა). და ორსულობას. არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს (მათ შორის ტრანსპორტის მართვა).

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია