წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies
ქაირო. ეგვიპტე
შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი ...................... 350.0 მგ
ვიტამინი B ......................... 127.5 მკგ
ფოლის მჟავა .............................. 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა ........................ 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური ....... 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური ........ 2.5 მგ Cu
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
- ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
- ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
- რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მის სხვა მარილებთან შედარებით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.
ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
- კვების უკმარისობისას;
- ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
- სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- გამოჯანმრთელების პერიოდში.
უკუჩვენებები:
* უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.
დოზირება:
პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი
ვარგისიანობის ვადა:
36 თვე