ფერსინოლ-Z
(FERSINOL-Z)

წამლის ფორმა
მაგარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა.

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:

რკინის სულფატი გამომშრალი 150.0 მგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) 0.5 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 50.0 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 2.0 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 2.0 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)  1.0 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 10.0 მგ
თუთია (სულფატის ფორმით) 25.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.

ათქ კოდი:  B03AE03.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებები. ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰემოპოეზის მასტიმულირებლები, რკინის პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერსინოლ-Z ანემიის საწინააღმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის სულფატი (II) ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. სუბტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან და B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს  სისხლის შედედებას, დამჟავება-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის და ნორმობლასტების განვითარებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადსხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ს ინფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მ.შ. კანის უჯრედების).
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილის სუნთქვაში, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაში.
თუთია სულფატის სახით ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვალის ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში. თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი აუცილებლობით სისხლის წარმოქმნის პროცესების მოწესრიგებაში, ჭრილობების რეპარაციაში, რომლის მოქმედების მოლეკულური მექანიზმები დაკავშირებულია ბევრი ფერმენტის აგებულობასა და ფუნქციონირებაში თუთიის მონაწილეობასთან.

გამოყენების ჩვენებები
_ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
_ რკინის ფარული დეფიციტი;
_ სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
_ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
_ ჰიპო- და ავიტამინოზები.

უკუჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინის B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტით);
_ ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
_ ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
რათა არ მოხდეს რკინის შეწოვის დაქვეითება რეკომენდებული არ არის კაფსულებზე შავი ჩაის, ყავის, რძის მიყოლება.
განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ აქვეითებს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნებულობა, დეპრესია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტის დროს 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.
ორსულ ქალებში, დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთკვირიანი შესვენებით მშობიარობამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ.
ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის კონტროლით. რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს სრულად შევსებამდე.
სამედიცინო აბორტის წინ 1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ 1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუალურ პერიოდში: 1 კაფსულა 2 დღე მენსტრუაციის დაწყებამდე, მთელი ციკლის განმავლობაში და 2 დღე მისი დამთავრების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
პირებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიაში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის მკრთალი ფერი.
მკურნალობა: საჭიროების შმეთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა ან პაციენტის კლინიკაში მიყვანა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ასევე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს არღვევენ რკინის შეწოვას არახსნადი კომპლექსების შექმნის შედეგად.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ამცირებენ რკინის შეწოვას.
ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონული კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერონთან ერთად გამოყენებისას ქვეითდება ფოლის მჟავის ათვისება.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პენიცილამინთან ერთად დანიშვნისას წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და ანტიბიოტიკების მიკრობების საწინააღმდეგო აქტივობას.

გამოშვების ფორმა
მაგარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა.
6 სპანსულირებული კაფსულა, დაბეჭდილი ბლისტერში.
5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
"ე.ი.პ.ი.კო.", ეგვიპტე, ტენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1, ს/ყ 149 ტენს.
“E.I.P.I.Co.”, Egypt, Tenth of Ramadan City, First Industrial Area BI, P.O. box: 149 Tenth..

წარმოებულია
"ვორლდ მედიცინისათვის", ინგლისი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია