ფერუს-C

(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის და ფოლის მჟავას კაფსულები)

 

 

შემადგენლობა:

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ექვივალენტური ელემენტარული რკინის  100მგ

ფოლის მჟავა BP  550 მკგ

დამხმარე ნივთიერებები   q.s.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა/ ფოლის მჟავა

ATC Code: B03AD

თერაპიული კატეგორია:

ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები

მოქმედების მეთოდი:

კომბინირებული პრეპარატი ასტიმულირებს ერითროპოეზს რკინადეფიციტური ანემიის დროს.

ფერუს-C შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით და ფოლის მჟავას. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სტრუქტურული ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის რკინის (III) ნაერთი მსგავსია ბუნებრივი რკინის - ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა(III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. ფოლის მჟავა - ვიტამინი B ჯგუფი, ასტიმულირებს ერითროპოეზს და მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინის, პირიმიდინის სინთეზში და ქოლინის ცვლაში. პრეპარატი ფერუს-C არ ახდენს კბილებზე ლაქების წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები: ფერუს-C ინიშნება

- რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის

- ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის

უკუჩვენებები: ფერუს C უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს

- ჰიპერმგრძნობელობა

- ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი)

- ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია

- პეპტური წყლულის  მწვავე სტადია

- წყლულოვანი კოლიტი

- რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);

- რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლა (ტყვიის ანემია, ანემიას, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია

კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე ორუსლობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.

დოზირება და მიღების წესი:

დღიური დოზაა ერთი კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში, 2 კაფსულა დღეში ან ექიმის მითითების მიხედვით. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრლძივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში -  რკინის მარაგის შევსებამდე.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ვარგისობის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან.

წარმოებულია ინდოეთში

სკოტიშფარმა მუმბაი ინდოეთი

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია