ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუსტი სპეციფიკური სუნით.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება. ბიოგენური სტიმულატორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიბსი წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელ საშუალებას, იგი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს და სხვა.
ფარმაკოკინეტიკა:
შესწავლილი არ არის.
გამოყენების წესი და დოზები:
მონაცემები პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ ცნობილი არ არის. ფიბსი შეყავთ კანქვეშ. მოზრდილებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1მლ-ს. იღებენ ერთხელ დღეში 30-35 დღის განმავლობაში.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ. სასუნთქი გზების ტუბერკულოზური დაზიანებების დროს ფიბსის გამოყენებას იწყებენ 0,3მლ-ით, დოზის თანდათანობით მომატებით.
გამოყენების ჩვენებები:
ფიბსი ინიშნება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში ბლეფარიტების, კონიუნქტივიტების, კერატიტების, მინისებრი სხეულის შემღვრევის, მიოპური ქორიორეტინიტის, პიგმენტური რეტინიტის, თვალის სისხლძარღვების ანთებითი პროცესების, მხედველობითი ნერვის ატროფიის, ტრაქომის სამკურნალოდ და სხვა.
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ართრიტების, რადიკულიტების, მიალგიის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების, ქსოვილების შეხორცებითი ცვლილებების, კანის ტროფიკული წყლულების და სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული (კანის და ხორხის ტუბერკულოზური წყლულები, პეპტიური წყლული და სხვა) ტროფიკული პროცესების სხვა დარღვევების დროს.
უკუჩვენებები:
კანზე გამონაყარი, ტემპერატურის მომატება.გვერდითი მოვლენები:გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ორსულობა (განსაკუთრებით II ტრიმესტრი), კუჭ-ნაწლავის მწვავე დარღვევები, ნეფროზო ნეფრიტის გართულებული ფორმები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოყენების თავისებურებები:
მტკივნეული ინექციის დროს პრეპარატი ინიშნება ნოვოკაინის 0,5მლ 0,5% ხსნარის წინასწარი ინექციის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა:
-4 წელი.