საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: FIDIA Farmaceutical SpA.იტალია

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ბექტა-ლაქტამული ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ..............                  500 მგ

1% ლიდოკაინის ხსნარი ამპულაში ......  2 მლ

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, გამხსნელთან კომლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ...................................    1 მგ

1% ლიდოკაინის ხსნარი ამპულაში ........  3.5 მლ

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ................................     2 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფტრიაქსონი წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების III გენერაციის ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ცეფტრიაქსონის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. In vitro იგი ხელს უშლის უმრავლესი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს. იგი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენეცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ. In vitro და კლინიკური პრაქტიკის პირობებში ცეფტრიაქსონი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans; გრამ-უარყოფითი აერობები: Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae (მათ შორის, პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის,Klebsiella pneumoniae), Moraxella catarrhalis, (პენიცილინმაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae (მათ შორის, პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia spp. (მათ შორის, Serratia marcescens); ცალკეული შტამები Pseudomonas aeruginosa-სი ასევე მგრძნობიარეა; ანაერობები: Bacteroides fragilis, Clostridium spp. (Clostridium difficile-ის გარდა), Peptostreptococcus spp.

პრეპარატს აქვს აქტივობა in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების მრავალი შტამის მიმართ, თუმცა კლინიკური მნიშვნელობა მისი უცნობია: Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Providencia spp., Providencia rettgeri, Salmonella spp., (Salmonella typhi ჩათვლით), Shigella spp.; Streptococcus agalactiae, Bacteroides bivius, Bacteroides melaninogenicus.მეტიცილინმდგრადი სტაფილოკოკები მდგრადია ცეფალოსპორინების მიმართაც, მათ შორის, ცეფტრიაქსონის, მრავალი შტამი D ჯგუფის სტრეპტოკოკისა და ენტეროკოკისა, მათ შორის Enterococcus faecalis, ასევე მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.

Treponema pallidum მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონის მიმართ, როგორ in vitro აგრეთვე ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად. პირველადი და მეორადა ათაშანგის შემთხვევაში ცეფტრიაქსონი ხასიათდება კარგი ეფექტით. ანაერობული პათოგენები: Bacteroides spp., (მათ შორის B.fragilis ზოგიერთი შტამები), Clostridium spp., გარდა (C. difficile), Fusobacterium nucleatum, Fusobacterium spp., Haffnia anaerobica, Peptostreptococcus spp. ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამები ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნის გამო მდგრადი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.

შენიშვნა: ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი Bacteroides spp მრავალი შტამები (კერძოდ B. fragilis) მდგრადნი არიან. მდგრადია აგრეთვე Clostridium difficile ცეფტრიაქსონის მიმართ. მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით იყენებენ კლინიკურ ლაბორატორიული სტანდარტების ნაციონალური კომიტეტის მიერ მოწოდებულ დისკოდიფუზურ ან აგარზე და ბულიონზე სერიული განზავებების სტანდარტულ მეთოდებს. განსაზღვრისათვის იყენებენ ცეფტრიაქსონის შემცველ დისკებს. როგორც ნაჩვენებია ცხრილში in vitro კლასიკური ცეფალოსპორინების მიმართ პათოგენების გარკვეული შტამები მდგრადია. ცეფტრიაქსონის მიმართ გამომწველი შტამების მგრძნობელობის ტესტები. სინჯი განზავებაზე, დამთრგუნველი კონცენტრაცია მგ/ლ: მგრძნობიარე შტამი - 8, ზომიერად მგრძნობიარე შტამი - 16-32, მდგრადი შტამი - 64; დიფუზიის ტესტი (30 მკგ ცეფტრიაქსონის შემცველი დისკი) დიამეტრი მმ-ში: მგრძნობიარე შტამი 21, ზომიერად მგრძნობიარე შტამი - 14-20, მდგრადი შტამი - 13.

ჩვენებები:

  • გრამ-უარყოფითი ან შერეული ფლორის, რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული მძიმე ინფექციების არჩევითი და სპეციფიკური მკურნალობა.
  • პრეპარატი აგრეთვე მოწოდებულია მეორადი ინფექციების სამკურნალოდ იმუნური სისტემის დაქვეითების მქონე დასუსტებული პაციენტებისათვის.
  • ის გამოიყენება ქირურგიული ინფექციების პრევენციისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების ზოგადი სქემა

ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: ფიდატოს რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 გრამს დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში). მძიმე ან ნაკლებად მგრძნობიარე ინფექციის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა შესაძლოა აღწევდეს 4 გრამს.

2 კვირამდე ახალშობილებში: ერთჯერადი დღიური დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად. ახალშობილებში ფერმენტული სისტემის არასრულფასოვნების გამო დაუშვებელია 50 მგ/კგ მეტი დოზის მიღება.

3 კვირიდან 12 წლამდე ბავშვებში: დღიური დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ. მიზანშეწონილია 50 მგ/კგ და უფრო მაღალი დოზის შეყვანა ინტრავენური ინფუზიით 30 წუთის განმავლობაში. ბავშვები, რომლებიც იწონიან 50 კგ-ს და მეტს იღებენ ზრდასრულის დოზას.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შემცირება აუცილებელი არ არის.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე მოცემულ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებზე. ძირითადად იგი შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი თერაპია. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, უმრავლესი ინფექციური დაავადებების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს. პრეპარატის გამოყენება შესაძლოა ქირურგიაში ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

პოსტ-ოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით ერთი საათით  ადრე პაციენტს ერთჯერადად ენიშნება 1 გრამი ი/მ ა 1-2 გრამი ი/ვ პრეპარატი.

დოზირების რეჟიმი განსაკუთრებულ შემთხვევევაში:

თირკმლის უკმარისობის დროს: არ არის აუცილებელი ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წუთში და მეტი. თუ კრეატინინის კლირენსი ტოლია ან ნაკლები 10 მლ/წუთში, ცეფტრიაქსონის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს.

ღვიძლის უკმარისობის დროს: გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა.

ღვიძლისა და თირკმლის ერთდროული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში აუცილებელია სისხლის შრატში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

დღენაკლულ ახალშობილებში დაუშვებელია 50 მგ/კგ მეტი დოზის დანიშვნა.

მიღების წესი

პრეპარატის გამხსნელთან შერევის შემდეგ მიზანშეწონილია მისი დაუყოვნებელი გამოყენება. მომზადებული ხსნარი 2-80C ტემპერატურაზე, შენახვისას ინარჩუნებს ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას 24 საათის განმავლობაში, ხოლო 250C ტემპერატურაზე - 6 საათის განმავლობაში.

მომზადებული ხსნარი ღია ყვითელი ან ქარვისფერია.

ხსნარი ინტრამუსკულური ინექციისათვის: კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის პრეპარატის 250 მგ ან 500 მგ ხსნიან 2 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსის 1 გრამს ხსნიან 19 მლ სტერილურ საინექციო წყალში და შეჰყავთ ვენაში 2-4 წუთის განმავლობაში.

ხსნარი ინტრავენური გადასხმისათვის: 2 გ ცეფტრიაქსონი იხსნება 40 მლ კალციუმის იონებისგან თავისუფალ ხსნარში (ფიზიოლოგიურ ხსნარში, 5% ან 10% გლუკოზის, 5% ფრუქტოზის, ან 6 % დექსტროზის ხსნარში). გადასხმა გრძელდება  არანაკლებ 30 წუთისა. შეუთავსებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ფიდატოს არ იყენებენ სხვა ანტიბიოტიკებთან ან გამხსნელებთან ერთად კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, ფიდატოს შემთხვევაშიც შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: თხიერი განავალი, ფაღარათი, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ერთეულ შემთხვევებში ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნა.

ჰემატოლოგიური ცვლილებები: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.

კანის რეაქციები: გამონაყარი ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ურტიკარია და შეშუპება.

სხვა იშვიათი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალურ არეში მიკოზები, ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ანაფილაქსიური შოკი უაღრესად იშვიათია და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ადრენალინის ინტრავენურ ინექციას, შემდეგ კი გლუკოკორტიკოიდების შეყვანას.

იშვიათ შემთხვევაში ადგილი აქვს ფსევდომემბრანულ კოლიტს და სისხლის შედედების დარღვევას. აღწერილია ჰემოლიზური ანემიის ცალკეული შემთხვევები ცეფალოსპორინების გამოყენების ფონზე.

ადგილობრივი რეაქციები: ინტრავენური შეყვანის დროს აღწერილია ფლებიტის ცალკეული შემთხვევები. მსგავსი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი შეყვანით (2-4 წუთის განმავლობაში). კუნთებში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია.

გამოყენების ინსტრუქციების დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების ალბათობა მინიმალურია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

* პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ჯვარედინი ალერგიის რისკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, ახალშობილი ბავშვებისათვის პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ აბსოლუტური სასიცოცხლო ჩვენებით, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფიდატოს დაახლოებით 56% გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი 44% სანაღვლე გზებით, მიკრობიოლოგიურად აქტიური ფორმით.

განავალში გვხვდება ძირითადად მისი არააქტიური ფორმა.

◄ თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას პრეპარატის მეტი წილი გამოიყოფა სანაღვლე გზებით და განავალთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ნახევრადდაშლის პერიოდი იზრდება, ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. მხოლოდ თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი

◄ დადგენილია, რომ ცეფალოსპორინების რიგის სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ცეფტრიაქსონი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი, ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

◄ მესამე თაობის ცეფალოსპორინებით, ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს შესაძლოა მიკრობული რეზისტენტობის განვითარება, განსაკუთრებით ოპორტუნისტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს (Enterobacteriaceae de Pseudomonas), დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში და სხვადასხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის კომბინირების დროს.

◄ ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, აუცილებელია სისხლის ფორმულის რეგულარული კონტროლი. ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ზოგჯერ აღინიშნება ჩრდილი, რაც მიუთითებს ნალექის დაგროვებაზე. აღნიშნული მოვლენები მალე გაივლის ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ.

◄ ტკივილის სინდრომის არსებობაც კი მსგავს შემთხვევებში არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. საკმარისია კონსერვატული მკურნალობა. იშვიათად, პაციენტებს აღენიშნებათ კუმბსის დადებითი ტესტი (ხანდახან ცრუ-დადებითი).

სიფრთხილის ზომები:

- ფიდატოთი მკურნალობის დაწყებამდე ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი პაციენტის ანამნეზი. ავადმყოფებში პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შესაძლებელო ჯვარედინი ალერგიული რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით. ]

- დღენაკლული ბავშვების მკურნალობისას ფიდატოს დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს მათი ორგანოთა ფუნქციის არასრულყოფილების გამო. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ფიდატოს ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიების რეზისტენტობა და სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.

- მწვავე ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ადრენალინის ინექცია და სხვა გადაუდებელი ღონისძიების ჩატარება.

- დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ინტრავენურად გამოყენება ალერგიულ პაციენტებში, ინფექციის ნიშნების გამოვლენისას უნდა მოხდეს გამომწვევის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ცეფტრიაქსონზე მგრძნობელობის ტესტებზე და მკურნალობის დაწყებამდე შეგროვებული ბაქტერიოლოგიური მასალის ანალიზზე დაყრდნობით. აგრეთვე შესაძლებელია მკურნალობის დაწყება ანალიზების შედეგების მიღებამდე, შემდგომი კორექციით.

- ცეფალოსპორინების (და სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) გამოყენებისას, აღწერილია ფსევდო-მემბრანული კოლიტის შემთხვევები. ეს დიაგნოზი სავარაუდოა, თუ პაციენტს განუვითარდა დიარეა ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფიდატოს მაღალი დოზების და ძლიერი დიურეზული საშუალებების (მაგ.: ფუროსემიდი) ერთდროული გამოყენებით არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ფიდატო არ ზრდის ამინო-გლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას.

- ფიდატოთი მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების წარმოქმნას. ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილ-თიოტეტრაზოლის ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია როგორც ალკოჰოლთან შეუთავსებლობაზე, ასევე ჰემორაგიულ გართულებებზე, რომლებიც დამახასიათებელი სხვა ცეფალოსპორინებისათვის.

- ფიდატოს ორგანიზმიდან გამოყოფა არ ფერხდება პრობენეციდის ზეგავლენით. ექსპერიმენტმა აჩვენა ფიდატოს და ამინოგლიკოზიდების სინერგისტული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ეს გასათვალისწინებელია მძიმე, რეზისტენტული ინფექციების (მაგ.: Pseudomona aerugenoza) მკურნალობის დროს.

In vitro დადგენილია ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის ანტაგონიზმი.

შეუთავსებლობა: ცეფტრიაქსონის ხსნარის შერევა სხვა საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმს. მაგ. ჰარტმანის და რინგერის სითხეებთან ან მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა  ანტიბაქტერიულ პრეპარატთან ვანკომიცინთან. ფლუკონაზოლთან და მინოგლიკოზიდებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია